თეიმურაზ ნათაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
თეიმურაზ ნათაძე
თეიმურაზ ნათაძე.jpg
დაბ. თარიღი 28 თებერვალი 1923(1923-02-28)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 1990
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
სამეცნიერო სფერო პათოფიზიოლოგია
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

თეიმურაზ გიორგის ძე ნათაძე (დ. 28 თებერვალი, 1923, თბილისი — გ. 1990, თბილისი) — ქართველი პათოფიზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის (ამჟამად უნივერსიტეტი) პათოფიზიოლოგიის კათედრის გამგე 1976–1990 წლებში, საქართველოს პათოფიზიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე 1977–1990 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეიმურაზ გიორგის ძე ნათაძე დაიბადა 1923 წლის 28 თებერვალს, თბილისში, ცნობილი მეცნიერის, აკადემიკოს გიორგი ნათაძის ოჯახში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა დაიწყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1946 წელს. 1946 – 1949 წლამდე თბილისის სახ. სამედიცინო ინსტიტუტის პათოფიზიოლოგიის კათედრის ასპირანტი იყო.

1951 წელს დაიცვა დისერტაცია მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო 1964 წელს, მედიცინის მეცნ. დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. გამოქვეყნებული ჰქონდა 110–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. მისი მასწავლებელი და ხელმძღვანელი იყო აკადემიკოსი ვლადიმერ ვორონინი.

1950-55 წლებში თსი–ის (ამჟამად უნივერსიტეტი) პათოფიზიოლოგიის კათედრის ასისტეტია, 1955– 67 წწ დოცენტი, 1968 წლიდან პროფესორი. 1977 წლიდან – 1990 წლამდე იყო თსსი–ის პათოფიზიოლოგიის კათედრის გამგე იყო.

1965 წლიდან 1976 წლამდე, თსსი–ს სამკურნალო ფაკულტეტის დეკანის მოადგილეა.

სხვადასხვა დროს იყო, საქართველოს პათოფიზიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე, მიკროცირკულაციის კვლევის რესპუბლიკური ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, პათოფიზიოლოგთა საკავშირო სამეცნიერო საზოგადოების გამგეობის პრეზიდიუმის წევრი, საკავშირო სამეცნიერო ჟურნალ „Патологическая физиология и экспериментальная терапия“ –ს სარედაქციო კოლეგიის წევრი. ერთი წლით, სამეცნიერო მივლინებით, იმყოფებოდა საფრანგეთში. იყო მრავალი საერთაშორისო კონგრესის მონაწილე.

თ. ნათაძის სამეცნიერო შრომები ეხებოდა ადგილობრივი სისხლის მიმოქცევის ფუნდამენტურ გამოკვლევებს ავთვისებიან სიმსივნეებსა და სიმსივნიან ორგანიზმში და დიდ ინტერესს იწვევდა საბჭოთა და ევროპელ მეცნიერთა შორის. უნდა აღინიშნოს, რომ იყო ცივი იარაღის ერთ–ერთი ცნობილი კოლექციონერი საბჭოთა კავშირის მასშტაბით.

აღზარდა სტუდენტებისა და მეცნიერების მრავალი თაობა. იყო არაერთი სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელი. გარდაიცვალა 1990 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თბილისის სახ სამედიცინო უნივერსიტეტი, საქართველოს სამედიცინო კალენდარი– წიგნი, თბ.,2006 წელი, გვ. 581;
  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საიუბილეო კრებული, წიგნი – „ტრადიციებით მომავლისკენ“, 2010 წ. გვ. 129