თევზი სახელად ვანდა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თევზი სახელად ვანდა
ჟანრი კრიმინალური კომედია
დამდგმელი რეჟისორი ჩარლზ კრიჩტონი, ჯონ კლიზი
პროდიუსერი მაიკლ შემბერგი
სცენარის ავტორი ჯონ კლიზი
ისტორია ჩარლზ კრიჩტონი, ჯონ კლიზი
როლებში ჯონ კლიზი
ჯეიმი ლი კერტისი
მუსიკა ჯონ დუ პრეზი
ოპერატორი ალან ჰუმი
მონტაჟი ჯონ ჯიმპსონი
კინოსტუდია Prominent Features
დისტრიბუტორი Metro-Goldwyn-Mayer
გამოსვლის თარიღი 15 ივლისი, 1988
ხანგრძლივობა 109 წთ.
ქვეყანა აშშ, გაერთიანებული სამეფო
ენა ინგლისური
შემოსავალი $ 62 493 712

თევზი სახელად ვანდა (ინგლ. A Fish Called Wanda) — 1998 წლის კრიმინალური კომედია.

სიუჟეტი[რედაქტირება]

ამერიკელი ვანდა ლონდონში საიუველირო მაღაზიის გაძარცვას გეგმავს. მას ეხმარება ინგლისელი საყვარელი ჯორჯი, ამერიკელი საყვარელი ოტო, რომელსაც ვანდა ძმად ასაღებს და კენი, რომელსაც მეტყველების პრობლემა აქვს. ძარცვა წარმატებით ჩაივლის და ბანდა ბრილიანტებს გაიტაცებს. მაგრამ ძარცვის შემდეგ ბანდიტები ავტომობილით კინაღამ გაიტანენ მოხუც ბრიტანელ ქალს, რომელიც ძაღლებს ასეირნებს.

ძარცვის შედმეგ ვანდა და ოტო ჯორჯს პოლიციაში ჩაუშვებენ. ჯორჯი გისოსებს მიღმა აღმოჩნდება, თუმცა ბრილიანტები მას უკვე გადამალული აქვს. ჯორჯი ბრილიანტების ყუთის გასაღებს უტოვებს კენს, რომელსაც სრულიად ენდობა. ჯორჯი, რომელიც ოტოს არ ენდობა, ვანდას არაფერს ეუბნება. ყუთის ადგილსამყოფელი იცის მხოლოდ ჯორჯის ადვოკატმა არჩიმ. ვანდა ცდილობს, არჩის დაუახლოვდეს და მისგან გაიგოს ბრილიანტების ადგილსამყოფელი.

ძაღლების პატრონი მოხუცი ქალბატონი ამოიცნობს ჯორჯს და მას უკვე დიდხნიანი პატიმრობა ემუქრება. ჯორჯი ავალებს კენს, მოკლას მოხუცი. ამასობაში ვანდა გაიცნობს არჩის. ადვოკატს ეკრძალება სასამართლო პროცესამდე მოწმესთან ურთიერთობა, მაგრამ ვანდას ცდუნებას ვერ უძლებს. მას ოჯახური ცხოვრება მოუწესრიგებელი აქვს და ვანდა უყვარდება. ოტო ვანდასა და არჩიზე ეჭვიანობას იწყებს. ის იმდენად ეჭვიანობს, რომ ვანდას და არჩის შეხვედრებისას მოულოდნელად იქვე ჩნდება და ვანდას არ ეძლევა საშუალება, გაიგოს ბრილიანტების ადგილსამყოფელი. ამასთან არჩი, რომელიც მდიდარი არ არის, გადაწყვეტს, იბრძოლოს მისი ოცნების ქალის მოპოვებისთვის.

როლებში[რედაქტირება]

ჯილდოები[რედაქტირება]

ოსკარი

  1. საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვან როლში: კევინ კლაინი

BAFTA

  1. საუკეთესო მსახიობი კაცი: ჯონ კლიზი
  2. საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვან როლში: მაიკლ პელინი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]