თევზის კონცერტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
თევზის კონცერტი
Brekkukotsannáll
ავტორი ჰალდორ კილიან ლაქსნესი
ქვეყანა ისლანდია
ენა ისლანდიური
ჟანრი რომანი
გამოცემის თარიღი 1957
მთარგმნელი რუსუდან ღვინეფაძე და მანანა პაიჭაძე
ქართულად გამოიცა 2017
გვერდი 333

თევზის კონცერტი (ისლ: Brekkukotsannáll) — ისლანდიელი მწერლისა და ნობელის პრემიის ლაურეატის, ჰალდორ ლაქსნესის რომანი, რომელიც 1957 წელს გამოიცა.

შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომანში მოთხრობილი მოვლენები XX საუკუნის დასაწყისში ვითარდება. ობოლი ალფგრიმური, რომელსაც ფერმის მფლობელი მოხუცი ბებია-ბაბუა ზრდის, რეიკიავიკის გარეუბნის, ბრეკუკოტისა და მისი მაცხოვრებლების შესახებ გვიყვება. ნაწარმოებში მოთხრობილია ალფგრიმურის ბავშვობისა და სიყრმის წლები, როდესაც მეთევზის შვილიშვილს ვერ გადაეწყვიტა, ვინ გამხდარიყო და მოხიბლული იყო „მსოფლიო მომღერლით“, გარდარ ჰოლმით, რომლის უეცარი დაბრუნებები ისლანდიაში ავტორს საკუთარი თავის თვითგამოხატვისკენ უბიძგებდა.

თარგმანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაწარმოებს ორიგინალში „ბრეკუკოტის მატიანე“ ჰქვია. ინგლისური თარგმანი ჟღერს როგორც „თევზს სიმღერა შეუძლია“ (The Fish Can Song). წიგნი ქართულად 2017 წელს გერმანულიდან რუსუდან ღვინეფაძემ და მანანა პაიჭაძემ თარგმნეს.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ლაქსნესი, ჰ, კ. (2017). თევზის კონცერტი. თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. ISBN 978-9941-23-892-5.