მყინვარისპირეთი
„მყინვარისპირეთი“ | |
---|---|
Kristnihald undir Jökli | |
ავტორი | ჰალდორ კილიან ლაქსნესი |
ქვეყანა | ისლანდია |
ენა | ისლანდიური |
ჟანრი | რომანი |
გამოცემის თარიღი | 1968 |
მთარგმნელი | მაია ჯიჯეიშვილი |
ქართულად გამოიცა | 2012 |
გვერდი | 250 (ქართული გამოცემა) |
მყინვარისპირეთი — (ისლ: Kristnihald undir Jökli) — ისლანდიელი მწერლისა და ნობელის პრემიის ლაურეატის, ჰალდორ ლაქსნესის რომანი, რომელიც 1968 წელს გამოიცა.
შინაარსი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნაწარმოების მთხრობილი არის უსახელო ახალგაზრდა. ისლანდიის ეპისკოპოსს სურს, რომ იგი განსაკუთრებული მისიით ვულკან სნეფელსის ძირში მდებარე სოფელში გაგზავნოს განსაკუთრებული მისიით: ახალგაზრდამ უნდა გამოიკვლიოს, რა დაემართა იქაურ სამრევლოს, რომლის ხელმძღვანელიც, პასტორი იონ იონსენი 20 წელია ხელფასს აღარ იღებს. რეიკიავიკში მყოფი ეპისკოპოსის დავალებით, ახალგაზრდა ემისარმა უნდა გაარკვიოს კვლავ მისდევენ თუ არა სოფლის მცხოვრებლები ქრისტიანობას და მართალია თუ არა ის ჭორები, რომლებიც ეპისკოპოსს მიუტანეს.
შეფასება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიუზან ზონტაგი რომანის შესახებ წერდა:„...„მყინვარისპირეთი“, სხვა თუ არაფერი, ფილოსოფიური და ზმანებათა რომანი მაინც არის. ის ასევე წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სასაცილო წიგნს, რაც კი ოდესმე დაწერილა. მაგრამ ყველა იმ ჟანრიდან, როგორიცაა: ფანტასტიკა, ფილოსოფიური რომანი, ზმანებათა რომანი, კომედია, ამ ნაწარმოებში გამოკვეთილად არცერთი არ არის გამოხატული.“[1]
ადაპტაციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1989 წელს ჰალდორ ლაქსნესის შვილმა, გუდნი ჰალდორსდოტირმა რომანის მიხედვით ფილმი მყინვარის ქვეშ გადაიღო.[2]
თარგმანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მყინვარისპირეთი ინგლისურიდან ქართულად მაია ჯიჯეიშვილმა თარგმნა. წიგნი 2012 წელს გამოიცა.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ლაქსნესი, ჰ. (2012). მყინვარისპირეთი. თბილისი: ინტელექტი. ISBN 978-9941-440-87-8.
- ↑ Under the Glacier. NY Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 6 September 2015.
|