შინაარსზე გადასვლა

თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტი (Institut international du theatre) — თეატრის საერთაშორისო ორგანიზაცია. დაარსდა 1948 წელს იუნესკოსთან (პრაღაში). თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის წევრ სახელმწიფოებში ყალიბდება ეროვნული ცენტრები, რომელთა წარმომადგენლები ორ წელიწადში ერთხელ იკრიბებიან კონგრესზე (თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის უმაღლესი ორგანო). თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტი ხელს უწყობს სხვადასხვა ქვეყნის თეატრებს შორის შემოქმედებითი კონტაქტების დამყარებას. 1975-თვის აერთიანებდა 54 ეროვნულ ცენტრს. თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის ინიციატივით ყოველწლიურად 27 მარტს აღინიშნება თეატრის საერთაშორისო დღე, რომლის დევიზია: „თეატრი - ხალხთა შორის ურთიერთგაგებისა და მშვიდობის განმტკიცების საშუალება“. თეატრის საერთაშორისო დღეს სკანდინავიის ქვეყნებში იხსნება ახალი თეატრები, მუზეუმები, გამოფენები; იტალიაში უფასო სპექტაკლებს უჩვენებენ; თურქეთში ქალაქის თეატრები სპექტაკლებს მართავენ სოფლებსა და დაბებში და სხვა. თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტი სცემს ჟურნალს „მსოფლიო თეატრი“ (1949-იდან) და ბიულეტენს „მსოფლიო პრემიერები“ (1950-იდან). თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის ინიციატივით შეიქმნა „ეროვნებათა თეატრი“ (ყოველწლიური თეატრალური ფესტივალი), სადაც უჩვენებენ სეზონის საუკეთესო სპექტაკლებს. თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის რეზიდენცია პარიზშია.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]