თბილისის ობსერვატორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თბილისის ობსერვატორიაშუა საუკუნეების ასტრონომიული ობსერვატორია თბილისში. არაბი გეოგრაფის ალ-ისტახრის ცნობით, ობსერვატორია 930 წელს არსებობდა თბილისში ნარიყალაზე. მარაღის ობსერვატორიის დამაარსებელი ნასრი ალდინ ტუსი (1201-1274 წწ.) ობსერვატორიის პროექტის შესადგენად და მომავალი სამუშაოს დასაგეგმავად მიწვეულ ოთხ პირველ სწავლულს შორის ასახელებს ბრძენს, ექიმს, ფილოსოფოსსა და ასტრონომს - ფახრ ალ-დინ იხლათის (ხლათელს; 1191-1282) თბილისიდან. იგი ამ დროისთვის ცნობილი ასტრონომი უნდა ყოფილიყო ობსერვატორიისა, რომელიც ხალხური გადმოცემის თანახმად ნარიყალის ციხის იმ ნაწილში უნდა ყოფილიყო მოწყობილი, რომელსაც დღესაც შაჰტახტი ჰქვია. 1837 წელს აქვე მოუწყვიათ პირველი მაგნ.-მეტეოროლოგიური ობსერვატორია.

უკანასკნელ წლებში ნარიყალის სარეკონსტრუქციო სამუშაოებთან დაკავშირებული არქეოლოგიური გათხრებისას ნაპოვნია ზოდიაქოს თანავარსკვლავედების გამოსახულებათა მოტივებზე ორნამენტირებული ქვის ციფერბლატი, რასაც მზის საათისთვის დამახასიათებელი აუცილებელი დეტალი - გნომონის სამაგრო აქვს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002, გვ. 517