შინაარსზე გადასვლა

თარგი:თვის პიროვნება/ისტორიააზია

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სიმა ციანი
სიმა ციანი

სიმა ციანი (ჩინ. 司馬遷) (ძვ. წ. 145 - ძვ. წ. 90) ჰანგის დინასტიის დიდი ნაწერების პრეფექტი, ჩინური ისტორიოგრაფიის მამა. ცნობილი ისტორიული ნაშრომის შიჯის (史記, ისტორიული ჩანაწერები) ავტორი, რომელიც სეიცავს ჩინეთის ისტორიის მიმოხილვას ლეგენდარული ყვითელი იმპერატორიდან იმპერატორ ჰან ვუდის (漢武帝) ეპოქამდე.

სიმა ციანი დაიბადა ისტორიოგრაფის ოჯახში. მამამისი მსახურობდა იმპერატორ ჰან ვუდის კარზე "დიდი წარწერების" პრეფექტად. მის მოვალეობებში შედიოდა იმპერატორის ბიბლიოთეკის და კალენდრის მართვა. მამის გავლენით სიმამ 10 წლის ასაკისთვის უკვე კარგად ერკვეოდა ძველ წიგნებში. იგი სწავლობდა ცნობილ კონფუციანელთან კონგ ანგუოსთან (孔安國) და დონგ ჟონგშუსთან (董仲舒). ოცი წლის ასაკისთვის მამის ხელშეწყობით მან დაიწყო მგზავრობა ქვეყნის სხვადასხვა მხარეებში და აგროვებდა ისტორიულ დოკუმენტებს. იგი ასევე აგროვებდა და ამოწმებდა ძველ ლეგენდებსა და თქმულებებს და ნახულობდა ისტორიულ ძეგლებს, მათ შორის მოინახულა მეფეების იუს და შუნის საფლავები.(სრულად...)