თარგი:დღის სტატია:05-16

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვარშავის გეტო
ვარშავის გეტო

ვარშავის გეტოს აჯანყება (იდიშ. אױפֿשטאַנד אין װאַרשעװער געטאָ; პოლ. Powstanie w getcie warszawskim; გერმ. Aufstand im Warschauer Ghetto) — ებრაული და პოლონური წინააღმდეგობის ძალების მიერ ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყება ოკუპირებული პოლონეთის დედაქალაქის ტერიტორიაზე, რომელიც მიზნად ისახავდა ნაცისტური გერმანიის ძალების მიერ ვარშავის გეტოს ლიკვიდაციის თავიდან არიდებასა და გეტოში მყოფი ადამიანების გადარჩენას.

აჯანყება გერმანელთა მიერ გეტოს დარჩენილი მოსახლეობის ტრებლინკას საკონცენტრაციო ბანაკში გადაყვანის გადაწყვეტილებას მოჰყვა. აჯანყება 1943 წლის 18 იანვარს დაიწყო, ხოლო მისი ძირითადი შეიარაღებული ფაზა იმავე წლის 19 აპრილიდან 16 მაისამდე გაგრძელდა. აჯანყებულები რამდენიმე კვირის განმავლობაში უწევდნენ ძლიერ წინააღმდეგობას გერმანულ ძალებს.