ვარშავის გეტოს აჯანყება

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვარშავის გეტოს აჯანყება
მეორე მსოფლიო ომისა და ჰოლოკოსტის ნაწილი
Stroop Report - Warsaw Ghetto Uprising 06b.jpg
თარიღი 19 აპრილი, 1943 - 16 მაისი, 1943
მდებარეობა ვარშავის გეტო, პოლონეთი
შედეგი გერმანელთა გამარჯვება
მხარეები
ნაცისტური გერმანია ებრაული წინააღმდეგობა
პოლონური წინააღმდეგობა
მეთაურები
იურგენ შტროპი მორდეჩაი ანილევსკი †
დავიდ მორის აპფელბაუმი †
ძალები
2,090 ჯარისკაცი 1,000-მდე შეიარაღებული მებრძოლი
ათასობით შეიარაღებული მშვიდობიანი მოსახლეობა
დანაკარგები
17-დან 300-მდე მოკლული
93 დაჭრილი
13,000 მოკლული
56,885 დაკავებული

მეორე მსოფლიო ომის დროს ვარშავის გეტოს აჯანყება (იდიშ. אױפֿשטאַנד אין װאַרשעװער געטאָ; პოლ. Powstanie w getcie warszawskim; გერმ. Aufstand im Warschauer Ghetto) — ებრაული და პოლონური წინააღმდეგობის ძალების მიერ ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყება ოკუპირებული პოლონეთის დედაქალაქის ტერიტორიაზე, რომელიც მიზნად ისახავდა ნაცისტური გერმანიის ძალების მიერ ვარშავის გეტოს ლიკვიდაციის თავიდან არიდებასა და გეტოში მყოფი ადამიანების გადარჩენას.

აჯანყება გერმანელთა მიერ გეტოს დარჩენილი მოსახლეობის ტრებლინკას საკონცენტრაციო ბანაკში გადაყვანის გადაწყვეტილებას მოჰყვა. აჯანყება 1943 წლის 18 იანვარს დაიწყო, ხოლო მისი ძირითადი შეიარაღებული ფაზა იმავე წლის 19 აპრილიდან 16 მაისამდე გაგრძელდა. აჯანყებულები რამდენიმე კვირის განმავლობაში უწევდნენ ძლიერ წინააღმდეგობას გერმანულ ძალებს.

აჯანყება დასრულდა, როდესაც ცუდად შეიარაღებული და ცუდად მომარაგებული აჯანყებულები იორგენ შტროპის დაქვემდებარებაში მყოფმა გერმანულმა ძალებმა გაანადგურეს. ბრძოლის შედეგად გერმანელებმა გეტო მთლიანად დაანგრიეს. ვარშავის გეტოს აჯანყება იყო ებრაული წინააღმდეგობის ყველაზე დიდი გამოვლინება მთელი ჰოლოკოსტის განმავლობაში.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Edelman, Marek (1990). The Ghetto Fights: Warsaw, 1941-43. London: Bookmarks Publications. ISBN 0-9062-2456-X. 
  • Gebhardt-Herzberg, Sabine (2003). "Das Lied ist geschrieben mit Blut und nicht mit Blei": Mordechaj Anielewicz und der Aufstand im Warschauer Ghetto (German). Bielefeld: S. Gebhardt-Herzberg. ISBN 3-0001-3643-6. 
  • Goldstein, Bernard (2005). Five Years in the Warsaw Ghetto. Oakland: AK Press, გვ. 256. ISBN 1904859054. [1]
  • Jahns, Joachim (2009). Der Warschauer Ghettokönig. Dingsda-Verlag, Leipzig, ISBN 978-3-928-49899-9