თარგი:დღის სტატია:03-10

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გალაპაგოსის კუნძულების რუკა
გალაპაგოსის კუნძულების რუკა

გალაპაგოსის კუნძულები (ესპ. Islas Galápagos) — არქიპელაგი წყნარ ოკეანეში, სამხრეთ ამერიკის კონტინენტის დასავლეთით, სანაპიროდან 965 კილომეტრის დაშორებით. 1832 წლის 12 თებერვლიდან კუნძულები ეკუთვნის ეკვადორს, მას შემდეგ რაც ამ ქვეყანამ მათი ანექსია მოახდინა. 1535 წელს გალაპაგოსის კუნძულები აღმოაჩინა პანამის ეპისკოპოსმა ტომას დე ბერლანგამ. კუნძულები პირველად გამოჩნდა გერჰარდ მერკატორისა და აბრაჰამ ორტელიუსის რუკებზე დაახლოებით 1570 წელს. მას შემდეგ არა ერთი ექსპედიცია ეწვია გალაპაგოსს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვნად შეიძლება ჩაითვალოს 1835 წლის ევროპელი მეცნიერების ექსპედიცია, რომელთა რიგებშიც შედიოდა ახალგაზრდა ბრიტანელი ბიოლოგი ჩარლზ დარვინი.