შინაარსზე გადასვლა

თარგი:დღის სტატია:02-14

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
1910 წლის "ვალენტინის" ღია ბარათი
1910 წლის "ვალენტინის" ღია ბარათი

წმინდა ვალენტინის დღე, ან შეყვარებულების დღე, სიყვარულის დღე — დღესასწაული, რომელიც 14 თებერვალს აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, თუმცა მათგან უმეტესში არ არის არც საერო და არც საეკლესიო დღესასწაული. როგორც წესი, ამ დღეს ერთად ატარებენ შეყვარებულები, ისინი ერთმანეთს ულოცავენ და ჩუქნიან ყვავილებს, რომანტიკული ხასიათის ღია ბარათებს, ე.წ. „ვალენტინებს”.

ვალენტინობის დღის აღნიშვნა სათავეს მეხუთე საუკუნის რომიდან იღებს, როგორც წმინდა ვალენტინის ხსენების დღე და მას მთელი ქრისტიანული სამყარო აღნიშნავდა. დღესდღეობით 14 თებერვალი, როგორც წმინდა ვალენტინის ოფიციალური საეკლესიო დღესასწაული, აღინიშნება მხოლოდ პროტესტანტულ ნაწილში, ლუთერანული და ანგლიკანური ეკლესიების მიერ. მართლმადიდებელ ეკლესიაში წმინდანის ხსენების დღეა 19 ივლისი (ძველი სტილით 6 ივლისი). კათოლიკური ეკლესია არ აღნიშნავს ამ დღეს ოფიციალურად, 1969 წლის საეკლესიო რეფორმის შემდეგ. ამ დღის ასოცირება რომანტიულ საყვარულთან, პირველად ჯეფრი ჩოსერის მიერ მოხდა შუა საუკუნეების მიწურულს.