თარგი:დღის მოვლენები:08-6
იერსახე

- 988 : კიევის რუსეთის მთავარი ვლადიმირი ქრისტიანობას იღებს.
- 1783 : საქართველო რუსეთის მფარველობის ქვეშ შედის.
- 1806 : საღვთო რომის ბოლო იმპერატორი ფრანც II გადადგა — იმპერიამ არსებობა შეწყვიტა.
- 1923 : ჰენრი სალივენმა ლა-მანშის სრუტე გადასცურა.
- 1926 : კინოსტუდია Warner Bros.-მა პირველი ხმოვანი კინოფილმი „დონ ჟუანი“ წარმოადგინა.
- 1945 : აშშ-ის ბომბდამშენმა B-29 Superfortress იაპონიის ქ. ჰიროსიმაზე ატომური ბომბი „ლიტლ ბოი“ (სურათზე) ჩამოაგდო. აფეთქებამ 200 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
- 1960 : კუბის რევოლუცია — აშშ-ის ემბარგოს საპასუხოდ კუბამ ქვეყანაში ამერიკული და უცხოური საკუთრების ნაციონალიზაცია მოახდინა.