თარგი:დღის მოვლენები:06-23
იერსახე
სტატიის შეუმოწმებელი ვერსია

- 1724 : კონსტანტინოპოლში რუსეთსა და თურქეთს შორის დადებული ხელშეკრულებით რუსეთმა კასპიის სანაპირო შეინარჩუნა, თურქეთმა კი - თბილისი და ერევანი.
- 1803 : რობერტ ფულტონმა სენაზე პირველი თბომავლის დემონსტრაცია მოახდინა.
- 1894 : სორბონაში, პარიზი, პიერ დე კუბერტენის (სურათზე) თაოსნობით საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი დაარსდა.
- 1919 : ესტონეთის განმათავისუფლებელი ომი : გერმანიის ძალები ჩრდილოეთ ლატვიაში დამარცხდნენ, ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება როგორც ესტონეთის გამარჯვების დღესასწაული.
- 1941 : ლიტვის აქტივისტთა ფრონტი ლიტვას საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლად აცხადებს, თუმცა რამდენიმე კვირაში ლიტვა ნაცისტებმა დაიპყრეს.