მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
1502 : ქრისტეფორე კოლუმბი ამერიკის მიმართულებით თავის მეოთხე მოგზაურობას იწყებს.
1927 : ავსტრალიის პარლამენტი ახალ დედაქალაქ კანბერაში გადავიდა.
1936 : მუსოლინიმ ეთიოპიის იტალიასთან მიერთება გამოაცხადა.
1946 : ტახტიდან გადადგა იტალიის მეფე ვიქტორ ემანუელ III (სურათზე).
1950 : პარიზში გამოცხადდა „შუმანის დეკლარაცია“ დასავლეთ ევროპის სახელმწიფოთა ქვანახშირის, სამთო და მეტალურგიული მრეწველობების გაერთიანების შესახებ.
1974 : პრაღის მეტროპოლიტენის პირველი მონაკვეთი ოფიციალურად გაიხსნა.
1994 : სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტად ნელსონ მანდელა აირჩიეს.
1996 : Linux-ის ოფიციალური თილისმა ტუქსი გახდა.
2004 : გროზნოში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე აფეთქებულმა ნაღმმა ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ახმად კადიროვი და 30 სხვა ადამიანი იმსხვერპლა.