თარგი:დღის მოვლენები:02-4
იერსახე

- 960 : ჩინეთის იმპერატორი ჯაო კუანინის გამეფებამ სუნის დინასტიას დაუდო დასაბამი.
- 1789 : აშშ-ის საარჩევნო კოლეჯში ჯორჯ ვაშინგტონი (სურათზე) ერთხმად აირჩიეს აშშ-ის პირველ პრეზიდენტად.
- 1794 : საფრანგეთის კანონმდებლობით მონობა აიკრძალა რესპუბლიკის ყველა ტერიტორიაზე.
- 1859 : ეგვიპტეში სინაის მთის ფერხთით IV საუკუნის ბერძნული ბიბლიის უნციალი — სინაის კოდექსი - აღმოაჩინეს.
- 1936 : რადიუმ E პირველი სინთეზურად მიღებული რადიოაქტიური ელემენტი გახდა.
- 1945 : უინსტონ ჩერჩილი, ფრანკლინ რუზველტი და იოსებ სტალინი იალტის კონფერენციაზე შეხვდნენ ერთმანეთს.
- 1992 : უგო ჩავესმა სამხედრო გადატრიალებით ვენესუელის პრეზიდენტი კარლოს ანდრეს პერესის მთავრობა დაამხო.