თარგი:დღის მოვლენები:10-19

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფერდინანდ არაგონელი
ფერდინანდ არაგონელი
  • 1453 : ფრანგები ბორდოს იბრუნებენ, რითაც ინგლისთან ასწლიანი ომი სრულდება.
  • 1469 : ფერდინანდ II არაგონელი (სურათზე) ირთავს იზაბელა კასტილიელს, რის შედეგადაც არაგონი და კასტილია ერთ ქვეყანად — ესპანეთად გაერთიანდა.
  • 1781 : ვირჯინიის შტატში, იორკთაუნთან, ბრიტანეთის ჯარების მეთაური ლორდი კორნუოლისი ნებდება ფრანკო-ამერიკულ ძალებს ჯორჯ ვაშინგტონის ხელმძღვანელობით, რითაც დასასრულს უახლოვდება ამერიკის რევოლუციური ომი.
  • 1813 : ლაიფციგის ბრძოლაში ნაპოლეონ ბონაპარტმა ერთ-ერთი უმძიმესი დამარცხება იწვნია.
  • 1873 : იელის, პრინსტონის, კოლუმბიისა და რატგერსის უნივერსიტეტები ამერიკული ფეხბურთის წესების პირველ კოდექსს ქმნიან.
  • 2003 : დედა ტერეზა პაპმა იოანე პავლე II-მ წმინდანად შერაცხა.