თამრიკო ჭოხონელიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
თამრიკო ჭოხონელიძე
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი თამარ ჭოხონელიძე
დაიბადა 18 იანვარი, 1964 (1964-01-18) (55 წლის) თბილისი, საქართველო
წარმოშობა საქართველოს დროშა ქართველი
საქმიანობა მომღერალი
ჯილდოები
საქართველოს ღირსების ორდენი

თამრიკო ჭოხონელიძე (დ. 18 იანვარი, 1964, თბილისი) — ქართველი მომღერალი, პიანისტი, მუსიკათმცოდნე.[1] 1973–1978 წლებში იყო ანსამბლ მზიურის ერთ-ერთი წევრი. 1981 წლიდან საქართველოს ფილარმონიის სოლისტია.[2]

განსაკუთრებით აღსანიშნავია ვოკალური ნამუშევარი კინოფილმში "იავნანა". მიღებული აქვს სამი თაობის საუკეთესო შემსრულებელის წოდება (1996) და ფესტივალ „თბილისური გაზაფხულის“ წლის საუკეთესო შემსრულებელის წოდება (1995).[2]

კონცერტებზე ასრულებს ხალხურ და საესტრადო სიმღერებს. მისი ქალიშვილი — მარიამ როინიშვილი ასევე მომღერალია, ასრულებს საოპერო არიებს. ვაჟი — კოკო როინიშვილი მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია. ასევე ჰყავს შვილიშვილები.

1998 წელს დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.[2]

2016 წლის 15 დეკემბერს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა თამარ ჭოხონელიძის ვარსკვლავი.

2019 წლის 14 მაისის ეთერის შემდეგ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მომღერალ თამარ ჭოხონელიძეს მიმართა და მის მიმართ წამოსულ აგრესიასა და კიბერბულინგზე ისაუბრა.[3]

ნინო ლომჯარია ჭოხონელიძის მიმართ პატივისცემას გამოხატავს: „ძალიან სწორი და ჯანსაღი სამოქალაქო პოზიციის გამო ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობის, ურთიერთპატივისცემის და შემწყნარებლობის დასაცავად“.[3]

გადაღებულია ფილმებში[4]:

  1. ანთიმოზ ივერიელი (ელენე) - (2001 წელი[4])
  2. სპირალი (მაკა ლანდია) - (1990 წელი[4])
  3. ოპერაცია „ვუნდერლანდი“- (1988 წელი[4])

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]