თამარ გეგეშიძე
იერსახე
თამარ გეგეშიძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 20 ივლისი, 1959 |
დაბ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი |
სამეცნიერო ხარისხი | მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი |
თამარ გეგეშიძე (დ. 20 ივლისი, 1959) — ქართველი ექიმი-ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1959 წლის 20 ივლისს ქალაქ თბილისში. 1984 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1984-1986 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ინფექციურ დაავადებათა კათედრის კლინიკური ორდინატორი, 1989 წლიდან ამავე კათედრის ასისტენტია.
გამოცემული აქვს 17 სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც ეხება ვირუსული ჰეპატიტების კლინიკურ ეპიდემიებს და დიაგნოსტიკის საკითხებსა და ნაწლავთა ინფექციებს.
არის ეპიდემიოლოგთა, იმუნოლოგთა, ინფექციონისტთა და მიკრობიოლოგთა საზოგადოებებისა და ექიმთა ასოციაციის წევრი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, გვ. 58, თბ., 2000.