თამაზ ნინუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

თამაზ ვახტანგის ძე ნინუა (დ. 3 იანვარი, 1944, სამტრედია, საქართველოს სსრ — გ. 13 ნოემბერი, 2009, თბილისი, საქართველო) — ქართველი სახელმწიფო უშიშროების თანამშრომელი, გენერალ-მაიორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თამაზ ნინუა დაიბადა 1944 წლის 3 იანვარს სამტრედიაში, მუშის ოჯახში. 1960 წელს დაამთავრა სამტრედიის 23-ე საშუალო სკოლა. 1960-1966 წლებში სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო ფაკულტეტზე. მიღებული ჰქონდა რადიოტექნიკოსის სპეციალობა. 1983-1988 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც სამართალმცოდნის სპეციალობით დაამთავრა. 1973 წლიდან იყო სკკპ წევრი.

1966 წლის აპრილიდან 1967 წლის ნოემბრამდე მუშაობდა თბილისის სატელეგრაფო აპარატურის ქარხნის მთავარი კონსტრუქტორის განყოფილებაში რადიოინჟინრად. 1967 წლიდან მუშაობა დაიწყო საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში. 1967 წლის 14 ნოემბრიდან 1970 წლის 1 ნოემბრამდე მუშაობდა სუკ-ის ოპერატიულ-ტექნიკური განყოფილების მე-2 ქვეგანყოფილების ოპერრწმუნებულად, 1970 წლის 1 ნოემბრიდან 1974 წლის 3 ივლისამდე — სუკ-ის მე-7 განყოფილების მე-3 ქვეგანყოფილების უფროს ოპერრწმუნებულად, 1974 წლის 3 ივლისიდან 1976 წლის 19 აპრილამდე — სუკ-ის მე-7 განყოფილების მე-2 ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილედ, 1976 წლის 19 აპრილიდან 13 დეკემბრამდე — სუკ-ის მე-7 განყოფილების მე-2 ქვეგანყოფილების უფროსად, 1976 წლის 13 დეკემბრიდან 1979 წლის 17 ივლისამდე — სსრკ სუკ-ის მე-7 სამმართველოს მე-2 განყოფილების `დ~ სამსახურის ქვეგანყოფილების უფროსად, 1979 წლის 17 ივლისიდან 12 დეკემბრამდე — სსრკ სუკ-ის მე-7 სამმართველოს „დ“ სამსახურის მე-2 განყოფილების მე-2 ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილედ, 1979 წლის 12 დეკემბრიდან 1981 წლის 15 აპრილამდე — სსრკ სუკ-ის მე-7 სამმართველოს „დ“ სამსახურის მე-3 განყოფილების პირველი ქვეგანყოფილების უფროსად, 1981 წლის 22 აპრილიდან 1982 წლის 31 მარტამდე — საქართველოს სსრ სუკ-ის მე-7 განყოფილების უფროსის მოადგილედ, 1982 წლის 31 მარტიდან 1989 წლის 27 აპრილამდე — საქართველოს სსრ სუკ-ის მე-7 განყოფილების უფროსად. 1989 წლის 27 აპრილიდან 1991 წლის 2 დეკემბრამდე იყო საქართველოს სსრ სუკ-ის თავმჯდომარის მოადგილე, 1991 წლის 23 აგვისტოდან 1992 წლის 14 იანვრამდე — საქართველოს რესპუბლიკის უშიშროების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, 1992 წლის 12 იანვრიდან 13 ივნისამდე — შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, 1992 წლის 13 ივნისიდან 27 ნოემბრამდე — შს მინისტრის მოადგილე, კრიმინალური პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი. 1992 წლის 27 ნოემბრიდან 1994 წლის 7 იანვრამდე იყო შსს კადრების სამმართველოს განკარგულებაში. 1994 წლის 7 იანვრიდან 17 მაისამდე მუშაობდა შსს ოპერატიული დაზვერვის სამმართველოს უფროსად, 1994 წლის 17 მაისიდან 1995 წლის 26 დეკემბრამდე — შს მინისტრის აპარატის სამსახურის უფროსად, 1995 წლის 26 დეკემბრიდან 1996 წლის 16 სექტემბრამდე მუშაობდა შსს საექსპერტო-კრიმინალისტური სამმართველოს უფროსად, 1996 წლის 16 სექტემბრიდან 1997 წლის 4 აპრილამდე — საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს მართვისა და კონტროლის დეპარტამენტის თავმჯდომარედ, 1997 წლის 4 აპრილიდან 8 ოქტომბრამდე — საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილედ. 1997 წლის 8 ოქტომბრიდან 1998 წლის 12 აგვისტომდე იყო უშიშროების სამინისტროს სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის, „მოდულის“ უფროსი, 1998 წლის 18 დეკემბრიდან 2000 წლის 29 აპრილამდე — უშიშროების სამინისტროს სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის უფროსი. 2003 წლის 25 მარტიდან 2004 წლის 24 თებერვლამდე მუშაობდა უშიშროების სამინისტროს საკადრო უზრუნველყოფისა და სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტის სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის უფროსად (სამმართველოს უფროსად).

2009 წლის 13 ნოემბერს თამაზ ნინუა და მისი მეუღლე საკუთარ სახლში, თბილისში, მოკლული ნახეს.

სპეციალური წოდებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უმცროსი ლეიტენანტი (04.06.1968),
  • ლეიტენანტი (18.08.1970),
  • უფროსი ლეიტენანტი (02.11.1973),
  • კაპიტანი (16.12.1976),
  • მაიორი (17.12.1979),
  • ვიცე-პოლკოვნიკი (14.12.1982),
  • პოლკოვნიკი (14.12.1987),
  • გენერალ-მაიორი (29.11.1996).

ჯილდოები და მედლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიღებული აქვს წითელი ვარსკვლავის ორდენი (06.05.1985) და მესამე ხარისხის ვახტანგ გორგასლის ორდენი (29.11.1995), აგრეთვე ხუთი მედალი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]