თამაზ დევდარიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თამაზ ლევანის ძე დევდარიანი (დ. 17 ივნისი, 1937, თბილისი, — გ. 27 ივნისი, 1989, იქვე) — ქართველი მოქანდაკე. საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1979).

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (1961, პედაგოგები — ს. კაკაბაძე, კ. მერაბიშვილი) და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (1966). 1961 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში. 1978–1986 წლებში იყო თბილისის ქანდაკების კომბინატის მთავარი მხატვარი. მნიშვნელოვანი ნამუშევრები: „ახალგაზრდა მეცნიერი“ (1961), „ქალიშვილის პორტრეტი“ (1962), „ძმათა სასაფლაოზე“ (1964; სამივე საქართველოს ეროვნული გალერეა, თბილისი), „კოლმეურნე“ (1976), „მამა“ (1980; ორივე ტრეტიაკოვის გალერეა, მოსკოვი), „წერილი ფრონტიდან“ (1986), „ალპინისტი“ (1987; ორივე სურათების გალერეა, მოსკოვი), არის „ვეფხისტყაოსნისადმი“ მიძღვნილი სერიის ავტორი (1966–1967, ჭედურობა) და სხვ. მხატვრულად გააფორმა ზ. ფალიაშვილის სახლ-მუზეუმის მუდმივი ექსპოზიცია (1962). შექმნა ქართველ მუსიკოსთა ბარელიეფები. 1962–1988 წლებში აქტიურად მონაწილეობდა საზღვარგარეთის ქვეყნებში მოწყობილ სამხატვრო გამოფენებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]