შინაარსზე გადასვლა

თამაზ გოგოტიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თამაზ გოგოტიშვილი (დ. 8 მაისი, 1939, ბათუმი — გ. 7 თებერვალი, 2016) — ქართველი მოცეკვავე, ქორეოგრაფი. საქართველოს სსრ დამსახურებული მასწავლებელი (1985), თბილისის საპატიო მოქალაქე (2011).

1967 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (საორკესტრო ფაკულტეტი).

1960 წლიდან იყო თბილისის III ექსპერიმენტული სკოლის ქორეოგრაფი. საფუძველი ჩაუყარა ბავშვთა ანსამბლს (კონსულტანტი ნ. რამიშვილი), ანსამბლმა მალე მოიპოვა აღიარება და არაერთი გამარჯვება; 1966–1969 წლებში იყო საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის მოცეკვავე (ხელმძღვანელი ნინო რამიშვილი, ილია სუხიშვილი). თ. გოგოტიშვილმა აღზარდა მოცეკვავეთა მრავალი თაობა.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1996ღირსების ორდენი (ქართული ქორეოგრაფიულ ხელოვნებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის მომზადების საქმეში დიდი დამსახურებისათვის)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]