თავის ტკივილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
თავის ტკივილი

ქალი, რომელსაც აწუხებს თავის ტკივილი
კლასიფიცირება და გარე წყაროები
დარგი ნევროლოგია
DiseasesDB 19825
ICD-10 G43.-G44., R51.
ICD-9 339, 784.0
MedlinePlus 003024
Patient UK თავის ტკივილი
MeSH D006261

თავის ტკივილი — სხვადასხვა დაავადების ყველაზე ხშირი სიმპტომი; უმეტესად ტვინის გარსების, ვენური სინუსებისა და ტვინის სისხლძარღვების ნერვული დაბოლოებების გაღიზიანებისას აღინიშნება. თავის ტკივილს იწვევს თავის ტვინის გარსების ანთებითი დაზიანება, სიმსივნე, თავზურგტვინის სითხის ცირკულაციის მოშლა, ქალასშიგა წნევის მომატება, ჰიპერტონიული დაავადება, ჰიპოტონია, გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული უკმარობა (ტვინის ვენებში სისხლის შეგუბება და სხვა), ინფექცია, ინტოქსიკაცია, აგრეთვე თავის ტვინის მსხვილი სისხლძარღვების პერივასკულარული ნერვული წნულების დაზიანება და სხვა. თავის ტკივილის მიზეზის დასადგენად დიდი მნიშვნელობა აქვს მის ლოკალიზაციას, დაწყების დროს, მიმდინარეობას და თანმხლებ ნიშნებს. აუცილებელია ავადმყოფის ყოველმხრივი (ნევროლოგიური, შინაგანი ორგანოების, თვალის, ყურისა და სხვა) გამოკვლევა. ზოგჯერ დიაგნოზის დასადგენად მიმართავენ ქალას რენტგენოგრაფიას, ელექტროენცეფალოგრაფიას, ანგიოგრაფიას, რეოგრაფიას და სხვა მეთოდებს.[1]

საერთაშორისო კლასიფიკაციის თანახმად, გამოიყოფა 150-ზე მეტი სახის პირველადი და მეორეული თავის ტკივილი. თავის ტკივილის სიხშირე ცვალებადია. ზოგიერთ ადამიანს თუ თავი წელიწადში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ სტკივა, ზოგი თვეში 15 დღეა თავმტკივანი. ზოგიერთ თავის ტკივილს განმეორებადობა ან კვირაობით და თვეობით გახანგრძლივება ახასიათებს. ტკივილი მსუბუქიც შეიძლება იყოს და ძლიერიც, თან ახლდეს გულისრევის შეგრძნება, ზემგრძნობელობა სინათლის ან ხმაურის მიმართ, რაც ტკივილის მიზეზზეა დამოკიდებული.[2]

თავის ძლიერი ტკივილის შეტევას, მეტწილად თავის ერთ-ერთ ნახევარში ჰემიკრანია ანუ შაკიკი ეწოდება,[3] რომელიც სისხლძარღვოვანი წარმოშობის თავის ტკივილია. თავის ტვინში დაქსაქსული სისხლძარღვის კედლებში არსებული ნერვული ბოჭკოების გააქტიურება სისხლძარღვების დროებით შევიწროებას იწვევს, სისხლის ნაკადი მცირდება და, შესაბამისად, ტვინი ვეღარ იღებს საკმარის ჟანგბადს. მკურნალობის გარეშე შეტევა 4-დან 72 საათამდეც კი გრძელდება.[2]

თავის ტკივილის კლასიფიკაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პირველადი თავის ტკივილები:[4]
    • შაკიკი
    • დაძაბული ტიპის თავის ტკივილი
    • კლასტერული (ჯგუფური) თავის ტკივილი და სხვა ტრიგემინალური ავტონომიური ცეფალგიები
    • სხვა პირველადი თავის ტკივილები
  • მეორადი თავის ტკივილები
  • კრანიალური ნევრალგიები, ცენტრალური და პირველადი სახის ტკივილი და სხვა თავის ტკივილები

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, გვ. 566, თბ., 1979 წელი.
  2. 2.0 2.1 თავის ტკივილი — აღწერა
  3. შაკიკი — სამედიცინო ტერმინოლოგიის განმარტებითი ლექსიკონი
  4. თავის ტკივილი, შაკიკი