ზღვის რკოები
იერსახე
| ზღვის რკოები | |||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
Semibalanus balanoides | |||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||
| Balanomorpha | |||||||||||||
| |||||||||||||
ზღვის რკოები (ლათ. Balanomorpha) — უხერხემლოთა ზეოჯახი ულვაშფეხიანი კიბოების რიგისა. სხეული მოთავსებული აქვთ ფსკერზე მიმაგრებულ, რამდენიმე ფირფიტისაგან შემდგან კიროვან სახლში, რომლის სიმაღლე 20სმ აღწევს, სიგანე 10 სმ. აერთიანებს 250-მდე სახეობას. ზღვის რკოები ჩვეულებრივ სანაპირო წყალმარჩხ ადგილებში ბინადრობენ. ზოგი სახეობა სხვა უხერხემლოებთან ერთად შეეზრდება ხოლმე გემებსა და წყალქვეშა ნაგებობებს, ზოგი კი ვეშაპის კანზეც ბინადრობს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 551.