ზღვის მცენარეულობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზღვის მცენარეულობაზღვების და ოკეანების მცენარეებიწყალმცენარეების, ყვავილოვანი მცენარეების, ბაქტერიებისა და ნაწილობრივ სოკოების ერთობლიობა. ყველაზე მეტად გავრცელებულია წყალმცენარეები, რომლებიც ბინადრობენ წყლის საზრქეში მზის სხივების გავრცელების ქვედა საზღვრამდე (100-400 მ). წყალმცენარეთა ნაწილი მიკროსკოპული ფორმებია. ისინი ტივტივებენ წყლის ზედა ფენებში, სადაც ქმნიან ტავისებურ დაჯგუფებას — პლანქტიონს. ნაწილი კი დიდი ზომისაა, იზრდება წყლის ფსკერზე და ბენთოსს ქმნის. სანაპირო ზოლის ზღვის მცენარეულობის განვითარება დამოკიდებულია კლიმატურ და ლოკალურ ფაქტორებზე, რომელთაგან მნიშვნელოვანია ბიოგენური ელემენრები, წყლის ტემპერატურა, მარილიანობა და გამჭვირვალობა, გრუნტის ხასიათი, სიღრმე. ზღვის დიდი წყალმცენარეები — მაკროფიტები (მწვანე, წაბლა, ძოწეული), გავრცელებულია სანაპირო ზოლში მოქცევისა და უკუქცევის ზონიდან (ლიტორალი) ფსკერის მცენარეულობის ქვედა საზღვრამდე (სუბლიტორალი). მაკროფიტები — ლამინარიასნაირი და ფუკუსისნაირი წყალმცენარეები წყალქვეშა „ტყეებს“ ქმნიან. მათზე ეპიფიტების სახით იარუსებად სახლდება მრავალი მცირე ზომის წყალმცენარე (მათგან შედარებით სინათლის მოყვარული ხარობს მაკროფიტების ზედა ნაწილზე, ჩრდილის ამტანი — ქვედაზე). ზღვის წყალმცენარეები ერთუჯრედიანი და მრავალუჯრედიანი ფორმებია. მათი ზომა მერყეობს მიკროსკოპულიდან რამდენიმე ათეულ მ-მდე. ზოგიერთი მაკროფიტი ხმელეთის უმაღლეს მცენარეს მოგვაგონებს. ბევრ წყალმცენარეს აქვს დაუნაწევრებელი თალუსი — ძაფისებრი, ლენტისებრი, ფირფიტისებრი და სხვა. წყალმცენარეები ემაგრებიან ფსკერს ჩვეულებრივ რიზოიდების საშუალებით, ზოგჯერ მიუმაგრებლად ცხოვრობენ ქვიშიან ან ლამიან გრუნტზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]