ფუკუსისნაირი წყალმცენარეები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფუკუსისნაირი წყალმცენარეები (ლათ. Fucales) — წაბლა წყალმცენარეების რიგი. მათი თალუსი ძლიერ დატოტვილი, ბუჩქისებრია; ცილინდრული ან ბრტყელი ტოტები აქვს. სიგრძე 0,1—2 , ზოგჯერ 10 მ-ს აღწევს. დამახასიათებელია კენწრული ზრდა. სქესობრივი გამრავლების ორგანოები ვითარდება სპეციალური ჩარღმავებებში — სკაფიდიუმებში. განაყოფიერებისა და განვითარების პროცესი მეტწილად დედა სხეულის გარეშე მიმდინარეობს. ფუკუსისნაირი წყალმცენარეები ცხოვრობენ უმთავრესად ზღვების სანაპირო ზოლში. შავ ზღვაში ლათ. Cysroseira-სა და ლათ. Sargassum-ის წარმომადგენლები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]