ზონარკუდასებრნი
იერსახე
ზონარკუდასებრნი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Cordylus giganteus | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Cordylidae | |||||||||||||
|
ზონარკუდასებრნი (ლათ. Cordylidae) — ხვლიკების ოჯახი. შეიცავს 4 გვარის 30-ზე მეტ სახეობას. სხეულის სიგრძე (უკუდოდ) 25 სმ აღწევს. ზურგის მხარე ჩვეულებრივად მუქი მურა ან მუქი ნარინჯისფერია. რგოლოვანი ან ძლიერ წიბოვანი ქერცლი კუდზე წარმოქმნის სწორ რგოლებს, საიდანაც მოდის ოჯახის სახელწოდებაც. ზოგიერთი გვარის წარმომადგენელს მოკლე სხეული და კარგად განვითარებული კიდურები აქვს, ზოგიერთს კი — წაგრძელებული სხეული და განუვითარებელი კიდურები. გავრცელებული არიან სამხრეთ და ტროპიკულ აფრიკაში. ბინადრობენ ძირითადად მთებში. უმრავლესობა კვერცხოხლადმშობია. იკვებებიან უხერხემლოებითა და წვრილი ხერხემლიანებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 530.