ზოდის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზოდის წმინდა გიორგის ეკლესია —— არქიტექტურის ძეგლი ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდში, სოფლის მთავარი გზის პირას არსებულ სასაფლაოზე, ცენტრში, შემაღლებულზე.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზოდის წმინდა გიორგის ეკლესია დარბაზული ტიპისაა, ორფერდა გადახურვით. გადახურულია თუნუქის ფილებით. ეკლესიაში შესასვლელი კარი დასავლეთ და სამხრეთ კედელშია გაჭრილი. დასავლეთ კარის თავზე არსებულ არქიტრავში ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა. სამხრეთ კარის ჩარჩო მთლიანად ჯვრის გამოსახულებას ქმნის. ეკლესიას ორ-ორი სარკმელი სამხრეთ და ჩრდილოეთ კედელზე ხოლო თითო-თითო სარკმელი დასავლეთ და აღმოსავლეთ ფასადზეა დატანილი. დასავლეთის და სამხრეთის საფასადე წყობა მოპირკეთებულია კარგად გათლილი საფასადე წყობაში ზოგ ადგილას ძველი რელიეფური დეკორის მქონე სამშენებლო კვადრებია გამოყენებული. ინტერიერის კედლები შეთეთრებულია. მხოლოდ საკურთხევლის აფსიდა და კონქი არის მოხატული. კანკელი ხისაა. იატაკი ბაზალტის ქვის ფილებისგანაა მოპირკეთებული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16933