ზიულფიუ ლივანელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზიულფიუ ლივანელი
Zülfü Livaneli 2018.jpg
დაბადების თარიღი 20 ივნისი, 1946(1946-06-20)[1] [2] (76 წლის)
დაბადების ადგილი ილგინი
ფსევდონიმი O. Z. Livaneli[3]
საქმიანობა კომპოზიტორი, პოლიტიკოსი, კინორეჟისორი, პოეტი, მომღერალი, მწერალი და სცენარისტი
ენა თურქული ენა[4]
მოქალაქეობა Flag of Turkey.svg თურქეთი
ალმა-მატერი TED Ankara College Foundation Schools
ჯილდოები ოქროს ფორთოხლის პრემია ცხოვრებისეული მიღწევებისთვის, იუნუს ნადის პრემია და Premio Tenco
საიტი livaneli.gen.tr

ზიულფიუ ლივანელი (თურქ. Zülfü Livaneli, დ. 20 ივნისი 1946, ილგინი) — თანამედროვე თურქი მუსიკოსი, კომპოზიტორი, მწერალი, კინორეჟისორი და პოლიტიკური მოღვაწე.

XX საუკუნის 70-იან წლებში, პოლიტიკური მოსაზრებების გამო იძულებული გახდა დაეტოვებინა თურქეთი. თავდაპირველად ცხოვრობდა სტოკჰოლმში, შემდეგ პარიზსა და ათენში. 1984 წელს დაბრუნდა თურქეთში სტამბოლში გამართა კონცერტი, სადაც შეასრულა სიმღერა „Merhaba“ (კეთილი იყოს თქვენი მობრძანება).

ზიულფიუ ლივანელი მრავალრიცხოვანი თურქული და საერთაშორისო პრემიების ლაურეატია. ავტორია 300-ზე მეტი სიმღერის და 30 კინოფილმის. დაწერა მუსიკა ბალეტისათვის და 5 თეატრალური დადგმისათვის. არის ოქროს პალმის (1989) და ოქროს ანტილოპას პრემიების ლაურეატი.

2002-2007 წლებში თურქეთის პარლამენტის დეპუტატია სახალო რესპუბლიკური პარტიის რიგებიდან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Deutsche Nationalbibliothek, Staatsbibliothek zu Berlin, Bayerische Staatsbibliothek et al. Record #119272903 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. filmportal.de — 2005.
  3. Czech National Authority Database
  4. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.