ზილტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Sylt
კუნძულის მდებარეობა

ზილტი (გერმ. Sylt; დან. Sild) — კუნძული ჩრდილოეთ გერმანიაში, შლეზვიგ-ჰოლშტაინის მხარეში. გამოირჩევა სანაპირო ხაზის განსხვავებული მოყვანილობით. მიეკუთვნება ჩრდილოეთ ფრიზის კუნძულებს და უდიდესია მათ შორის. ფართობი შეადგენს 99,14 კმ²-ს.

ზილტი გერმანიის უკიდურესი ჩრდილოეთი კუნძულია და ცნობილია ტურისტული კურორტებით, რომელთა შორის აღსანიშნავია ვესტერლანდი, კამპენი, ვენინგშტედტ-ბრადერუპი, ისევე როგორც 40 კმ-იანი ქვიშიანი პლაჟი. 1927 წლიდან კუნძული კონტინენტურ ნაწილთან მიწაყრილიანი გზითაა დაკავშირებული.

კუნძულის ეკონომიკა ტურიზმს ემყარება. 1970-იანი წლებიდან ეკონომიკაში სულ უფრო ნაკლებ როლს თამაშობს სოფლის მეურნეობა, ხე-ტყის წარმოება და მესაქონლეობა. მუშახელის უდიდესი ნაწილი კონტინენტურ გერმანიაშია დასაქმებული.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: