ზემო როკის პირველი კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზემო როკის პირველი კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო როკაში. აგებულია შუა საუკუნეებში.

კოშკი ძლიერაა დანგრეული. შემორჩენილია სამხრეთისა და აღმოსავლეთის კედლები ორი სართულის დონეზე. ნაგებია ფლეთილი ქვით დუღაბზე. კოშკი შიგნიდან ამოვსებულია მიწით და ჩამონაშალი ქვით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004