ზემო როკის მეორე კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზემო როკის მეორე კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო როკაში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

გეგმით ოთხკუთხა კოშკი ნაგებია ფიქალითა და ფლეთილი ქვით. წყობა მშრალია. შემორჩა ორი სართულის დონე. არქიტრავული კარი სამხრეთითაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004