ზემო იაშთხვის ეკლესია
იერსახე
ზემო იაშთხვის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი სოხუმის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო იაშთხვაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, საქართველო. ეკლესია აგებულია ადრე შუა საუკუნეებში.
შემორჩენილია შენობის აღმოსავლეთ კედლის ჩრდილო ნაწილი. ნაშენია კირქვით. აღმოსავლეთით დიდი მუხის ხეა, სალოცავად გადაქცეული. საკურთხევლის გვერდებზე, მიწის დონეზე ნალისებრი ნიშებია დატანებული. ეკლესიას კარი დასავლეთიდან ჰქონდა.
ამჟამად ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ეკლესიის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია. ეკლესიის კედლები მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაშია და იგი სასწრაფო კონსერვაციას საჭიროებს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Воронов Ю. Н., В мире архитектурных памятников Абхазии, М., 1978