ზემო არტანის საზარე და ბეღელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზემო არტანის საზარე და ბეღელი — საკულტო ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო არტანში ნასოფლარ ხატხეურას მიდამოებში, მდინარე ხატხეურას მარჯვენა ნაპირზე, ტყეში. ორივე ნაგებობა განეკუთვენბა გვიანდელ შუა საუკუნეებს.

საზარე ნაგებია ფიქლით. ოთხ, ზემოთკენ მკვეთრად შევიწროვებულ მრგვალ სვეტზე გადებულ სქელ ფიცრებზე, დაშენებულია დაბალი, ოთხწახნაგა ნაგებობა, რომლის ოთხივე კედელში თითო სარკმელია გაჭრილი. სვეტებს ბრტყელი კვადრატული ბაზისები აქვთ და მარტივი კაპიტელებითაა დასრულებული. საზარე ფიქლით ნაწყობი სახურავითაა გადახურული, რომელსაც საფეხუროვანი პირამიდის ფორმა აქვს.

ბეღელი გეგმით კვადრატული, ფიქლით ნაწყობი შენობაა. მის აღმოსავლეთ კედელში სწორკუთხა შესასვლელია გაჭილი. ნაგებობა შიგნიდან ფიქლის ფილებით გვირგვინითაა გადახურული, გარედან საფეხუროანი პირამიდის ფორმის სახურავით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]