ზემო არტანის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზემო არტანის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო არტანში, მდინარე არტანულას მარცხენა ნაპირზე, ტყეში. განეკუთვნება შუა საუკუნეებს. გეგმით სწორკუთხაა. ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილია სამი სართულის სიმაღლეზე. გარედან თაღოვანი, ხოლო შიგნიდან სწორკუთხა შესასვლელი გაჭრილია I სართულის სამხრეთ-აღმოსავლეთ კედელში, მიწის დონიდან 1,3 მეტრის სიმაღლეზე II და III სართულების სამხრეთ აღმოსავლეთ კედელში ორ-ორი სათოფურია. სართულშუა გადახურვა ხის ყოფილა. კედლებზე შემორჩენილია ძელების საყრდენი სწორკუთხა ბუდეებში. კოშკის მახლობლად სხვა ნაგებობათა ნაშთებიცაა შემორჩენილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]