ზაჰესის ხიდი-აკვედუკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ზაჰესის ხიდი-აკვედუკისაბურთალოსა და გლდანის შემაერთებელი ხიდი (ზემო ავჭალა); დავით აღმაშენებელის ხეივნის გაგრძელებასა და გრიგოლ ხანძთელის ქუჩას შორის. აგებულია მტკვარზე წყალსადენის გადასაყვანად, ამავე დროს გამოყენებულია საქალაქო ტრანსპორტის მიმოსვლისათვის (1952 წელი, ინჟინერი მ. კობახიძე). ხიდის ზესასვლელი სამმალიანი უჭრკოჭოვანი მალის ნაშენი ფოლად-რკინა-ბეტონისაა (ფოლადის მთლიან კედლიანი კოჭი ჩართულია მუშაობაში სავალი ნაწილის რკინა-ბეტონის ფილასთან). ხიდის შუა მალის სიგრძეა 48 მეტრი, გვერდითი მალებისა 36 მეტრი, მთლიანი სიგრძე — 142,4 მეტრი, სიმაღლე — 23 მეტრი, სავალი ნაწილის სიგანე — 6,5 მეტრი, ტროტუარების სიგანე — 1,0 მეტრი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]