ზაქირ ბაღიროვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზაქირ ბაღიროვი
აზერ. Zakir Bağırov

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 16 მარტი, 1916
დაბ. ადგილი შუშა, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 8 იანვარი, 1996 (79 წლის)
გარდ. ადგილი ბაქო, აზერბაიჯანი
ჟანრ(ებ)ი კლასიკური მუსიკა
საქმიანობა კომპოზიტორი, კინოკომპოზიტორი, მუსიკის პედაგოგი
აქტიური 1949–1996

ზაქირ ჯავად ოღლი ბაღიროვი (აზერ. Zakir Cavad oğlu Bağırov; დ. 1916 — გ. 1996) — აზერბაიჯანელი საბჭოთა კომპოზიტორი, აზერბაიჯანის სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1962).

ზაქირ ბაღიროვი დაიბადა 1916 წლის 16 მარტს ქალაქ შუშაში. 1949 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია. 1949 წლიდან აზერბაიჯანის სახელმწიფო კონსერვატორიაში პედაგოგობა დაიწყო. 1970 წლიდან მუსიკის თეორიის კათედრის გამგე იყო.[1] ზაქირ ბაღიროვი არის ავტორი ოპერებისა „აიგიუნი“ (1972) და „მოხუცი ხატაბიჩი“,[2] ოპერეტებისა „ჩვენი სოფლის სიმღერა“ (1958) და „დედამთილი“ (1964), სიუიტისა ხალხური ინსტრუმენტების ორკესრისათვის (1956, 1969), ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის კონცერტის (1970), ორღანისა და ფუგისთვის იმპროვიზაციის (1973), კამერულ-ინსტრუმენტული ნაწარმოებებისა და რომანსების. დაწერილი აქვს მუსიკები მრავალი დრამატული ნაწარმოებისა და კინოფილმისათვის. ოპერების „ლეილა და მეჯნუნისა“ და „ასლი და ქერემის“, ასევე მუღამ „ჩაჰარგიაჰის“ საფუძველზე დაწერა ნაწარმოები არფისათვის.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Бағыров Закир Ҹавад оғлу // Азербайджанская советская энциклопедия / Под ред. Дж. Кулиева. — Главная редакция Азербайджанской советской энциклопедии, 1976. — Т. 1. — С. 519. (азерб.)
  2. Bağırov Zakir Cavad oğlu