შინაარსზე გადასვლა

ზაქარია ერაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზაქარია კიკოს ძე ერაძე, ზაქარია მესტვირე (დ. 1867, სოფ. ფარახეთი, ახლანდ. ონის მუნიციპალიტეტი, — გ. 1953) — ქართველი მესტვირე, ერაძეების მესტვირეთა გვარის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ნიჭიერი იმპროვიზატორი, ნახევრად პროფესიონალი.

მესტვირეობა ისწავლა ოჯახში, მამისგან. მასთან ერთად მოგზაურობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, 17 წლის ასაკიდან — დამოუკიდებლად. ზეპირად იცოდა უამრავი ლექსი; ზოგი ლექსი ასამდე ტაეპს შეიცავდა. რეპერტუარში ჰქონდა „დალოცვები“, ლექს-სიმღერები გამოჩენილ ისტორიულ პირებზე, თავის თანამედროვეებზე, ბიბლიურ პერსონაჟებზე და სხვ.

  • ცანავა ა., ქართული მესტვირული პოეზია, თბ., 1953.