ზარბეგ ბერიაშვილის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზარბეგ ბერიაშვილის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი გლდანის რაიონი
უბანი ავჭალა
წინა სახელები კომუნის ქუჩა, რევოლუციის ქუჩა

ზარბეგ ბერიაშვილის ქუჩა — ქუჩა თბილისში, გლდანის რაიონში (ავჭალა); ალექსანდრე მანაგაძის ქუჩიდან მტკვრის ნაპირამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის 40-იან წლებში. 70-იან წლებამდე კომუნის ქუჩა ერქვა. შემდგომში რევოლუციის ქუჩა დაერქვა.[1] 2021 წელს ზარბეგ ბერიაშვილის სახელი უწოდეს. აქვს ერთი ჩიხი.[2] ჰქონდა შესახვევი, რომელსაც 2022 წელს ალექსანდრე მანაგაძის VI შესახვევი ეწოდა (იხ. ალექსანდრე მანაგაძის ქუჩა).[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 144, ISBN 978-99928-20-35-3.
  2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება № 152. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (27 აპრილი, 2021). ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი, 2023
  3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №422. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (9 აგვისტო, 2022). ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი, 2023