ზავენ ბადოიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზავენ ბადოიანი
Զավեն Բադոյան
ზავენ ბადოიანი 2012 წელს
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
22 დეკემბერი, 1989 (1989-12-22) (34 წლის)
დაბადების
ადგილი
ერევანი, სომხეთის დროშა სომხეთი
სიმაღლე 1.74 მ
სათამაშო
პოზიცია
შემტევი ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ალაშკერტი
ნომერი 17
ახალგაზრდული კარიერა
2006–2008 კილიკია
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2008-2009 განძასარი კაპანი 20 (1)
2010–2011 იმპულსი 54 (12)
2012–2013 ბატე ბორისოვი 16 (1)
2014 გომელი 29 (3)
2015- პიუნიკი 12 (10)
2015–2016 ბანანცი 22 (6)
2017– ალაშკერტი 7 (3)
ეროვნული ნაკრები
2010-2011 სომხეთი 21 წლ. 3 (0)
2011- სომხეთი 5 (1)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 31 მაისი, 2017
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 28 მაისი, 2016

ზავენ ბადოიანი (სომხ. Զավեն Բադոյան; დ. 22 დეკემბერი, 1989, ერევანი, სომხეთის სსრ) — სომეხი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს ნახევარმცველის პოზიციაზე სომხეთის ეროვნული ნაკრებისა და ერევნის „ალაშკერტის“ შემადგენლობაში.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზავენ ბადოიანი 1989 წლის 22 დეკემბერს ერევანში დაიბადა. საფეხბურთო სკოლაში შესვლამდე, ზავენმა სხვადასხვა სპორტებზე სცადა ბედი, მაგრამ ყველას ფეხბურთი ამჯობინა და 6 წლის ასაკში საფეხბურთო სკოლა FIMA-ში დაიწყო სიარული. ბადოიანის პირველი მწვრთნელი ლევონ ბარსეგიანი გახდა.[1]

2006 წელს, 16 წლის ბადოიანმა ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა ერევნის „კილიკიასთან“. ამავე წელს მან პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა სომხეთის საფეხბურთო პრემიერლიგაში. ზავენი კონტრაქტის ამოწურვამდე თამაშობდა კლუბში და საერთო ჯამში, 40 მატჩში 2 გოლი გაიტანა. ამის შემდეგ, მან კონტრაქტი გააფორმა კაპანის „განძასართან“, რომელმაც 2008 წელს სომხეთის პრემიერლიგაში მე-3 ადგილი დაიკავა. 2010 წლის იანვარში ზავენ ბადოიანი შეხვდა დილიჯანის „იმპულსის“ წარმომადგენლებს, რომელთაც მას კონსტრაქტი შესთავაზეს. მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და ახალგაზრდა სომეხი დილიჯანის „იმპულსში“ გადაბარგდა.[2]

ძალიან მალე ბადოიანი გუნდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს ფიგურად და ლიდერად იქცა. ის ძალიან კარგ ფორმაში შევიდა. ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ ის საკუთარი კლუბის კაპიტანი გახდა.[3] ზავენმა მიიქცია „ბატეს“ ყურადღება და „იმპულსში“ გატარებული ერთი სეზონის შემდეგ, ბელორუსიულ კლუბთან ოთხ წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.[4] ზავენ ბადოიანი ახალ კლუბში კარგად ვერ ათამაშდა და მხოლოდ ერთი წელი დარჩა „ბატეში“. საერთო ჯამში, მან სულ 16 შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა. ბატეს შემდეგ ის აგრეთვე ბელორუსიულ კლუბში, „გომელში“ გადავიდა.

ბადოიანმა ფეხი ვერც „გომელში“ მოიკიდა და სამშობლოში დაბრუნდა. 2015 წელს, ის ერევნის „პიუნიკის“ ფეხბურთელი გახდა. ის გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო და 12 შეხვედრაში 10-ჯერ მოახერხა მეტოქის კარის დალაშქვრა. 2017 წლიდან ბადოიანი თამაშობს „ალაშკერტში“.

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წლის აპრილის ბოლოს ზავენ ბადოიანი გამოძახებულ იქნა სომხეთის 21 წლამდელთა ნაკრებში.[5] მისი დებიუტი შედგა 20 მაისს, ესტონეთის 21 წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ.[6] 21 წლამდელთა ნაკრებში ზავენმა სულ 3 მატჩის ჩატარება მოასწრო, სანამ 22 წლის გახდებოდა.

2011 წელს ზავენი მოექცა სომხეთის ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის ყურადღების ცენტრში. ეს ინტერესი გამოწვეული იყო ბადოიანის პროგრესით, რომელსაც იგი „იმპულსში“ თამაშისას განიცდიდა. სომხეთის ნაკრების მაშინდელმა მწვრთნელმა, ვარდან მისანიანმა ის 23 კაციან განაცხადში შეიყვანა რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ.[7] ამ მატჩში ზავენს მონაწილეობა არ მიუღია. მან 90 წუთი სათადარიგოთა სკამზე გაატარა. მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში შედგა 10 აგვისტოს, ლიტვის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ.[8][9]

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომხეთის დროშა განძასარი კაპანი

Flag of the Byelorussian SSR ბატე ბორისოვი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ru:Завен Бадоян: сейчас моя главная задача – попасть в национальную сборную ru. ArmFootball.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 იანვარი 2013. ციტირების თარიღი: 25 March 2013.
  2. ru:"Импульс" проявлет активность ru. armsport.am. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 მარტი 2020. ციტირების თარიღი: 25 March 2013.
  3. ru:Рекордное число игроков за сезон в составе "Импульса" ru. armsport.am. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 დეკემბერი 2010. ციტირების თარიღი: 25 March 2013.
  4. ru:Футбол. Завен Бадоян заключил контракт с БАТЭ ru. pressball.by. ციტირების თარიღი: 25 March 2013.
  5. ru:В сборные приглашены только местные футболисты ru. armsport.am. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 მაისი 2010. ციტირების თარიღი: 25 March 2013.
  6. 20.05.10 Эстония 2 - 3 Армения ru. FFA.am. ციტირების თარიღი: 25 March 2013.
  7. ru:Минасян опубликовал состав сборной Армении: Агван Мкртчян - вновь в первой команде ru. armsport.am. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ივნისი 2011. ციტირების თარიღი: 25 March 2013.
  8. Сборная Армении крупно проиграла литовцам (VIDEO) ru. ArmFootball.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 იანვარი 2013. ციტირების თარიღი: 25 March 2013.
  9. ru:Протокол матча Литвы — Армения ru. FFA.am. ციტირების თარიღი: 25 March 2013.