ზაბიჰულა მუჯაჰიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზაბიჰულა მუჯაჰიდი
ზაბიჰულა მუჯაჰიდი
ავღანეთის დროშა ავღანეთის მეორე ისლამური საამიროს ინფორმაციისა და კულტურის მინისტრის მოადგილე
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა25 ოქტომბერი 2021
წინამორბედითანამდებობა დამტკიცებულია

ავღანეთის დროშა ავღანეთის მეორე ისლამური საამიროს წარმომადგენელი
წინამორბედითანამდებობა დამტკიცებულია

ავღანეთის დროშა ავღანეთი - თალიბანის მოძრაობის წარმომადგენელი
წინამორბედიმუჰამედ ჰანიფი

დაბადებული7 თებერვალი 1978 (45 წლის)
პაქტია, ავღანეთის რესპუბლიკა
პოლიტიკური პარტიათალიბანი
რელიგიაისლამი სუნიზმი

ზაბიჰულა მუჯაჰიდი ( პუშტუ ذبیح الله مجاهد [1]დ. 7 თებერვალი, 1978 ) — ავღანელი თანამდებობის პირი, 2021 წლის 25 ოქტომბრიდან ავღანეთის ისლამური საამიროს (თალიბანი) მთავარი სპიკერი, ხოლო 2021 წლის 7 სექტემბრიდან — ინფორმაციისა და კულტურის მინისტრის მოადგილე. სუჰაილ შაჰინთან და იუსეფ აჰმადთან ერთად ავღანეთის ისლამური საამიროს ( თალიბანის რეჟიმი) ოფიციალური წარმომადგენელი. [2] მუჯაჰიდი ძირითადად კომენტარს აკეთებდა თალიბანის საქმიანობაზე აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ და ცენტრალურ ავღანეთში, ხოლო აჰმადი ყურადღებას ამახვილებდა დასავლეთ და სამხრეთ რეგიონებზე. მთავრობის მთავარი სპიკერის გარდა, მუჯაჰიდი არის უზენაესი ლიდერის — ჰაიბატულა ახუნძადას პირადი სპიკერი. [3]

მუჯაჰიდი საჯაროდ პირველად 2021 წლის 17 აგვისტოს გამოჩნდა. [4] [2] მანამდე ის რეგულარულად ესაუბრებოდა ჟურნალისტებს და თალიბანის სახელით გამოდიოდა სატელეფონო ზარების, ტექსტური შეტყობინებების, ელექტრონული ფოსტის, Twitter-ის და ჯიჰადისტების ვებსაიტებზე პუბლიკაციების საშუალებით. მუჯაჰიდი თანამდებობაზე 2007 წლის იანვარში დაინიშნა თალიბანის სპიკერის მუჰამედ ჰანიფის დაპატიმრების შემდეგ. [1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზაბიჰულა მუჯაჰიდი დაიბადა 1978 წლის 7 თებერვალს პაკისტანის მოსაზღვრე პაქტიას პროვინციაში, აღმოსავლეთ ავღანეთში. ადრეული განათლება მიიღო ავღანეთის სხვადასხვა ქალაქების ისლამურ სემინარიებში, ასევე ხაიბერ-პახტუნხვაში (პაკისტანი) მდებარე დარულ ულუმ ჰაქანიას ისლამურ სემინარიაში. სპეციალიზირებული იყო ისლამურ იურისპრუდენციაში, წერდა სხვადასხვა კვლევით ნაშრომებს.

მუჯაჰიდის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, მაგრამ 2021 წლის 17 აგვისტოს გამოჩნდა ქაბულში, ავღანეთში, სადაც უპასუხა ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის კითხვებს. ის თავისუფლად საუბრობს პუშტუსა და სპარსულზე. [5] [6] [4] [2] ზოგიერთმა ჟურნალისტმა წარსულში განაცხადა, რომ ისინი ცნობენ მის ხმას და რომ ბოლო რამდენიმე წელია ურთიერთობა ჰქონდათ ერთსა და იმავე ადამიანთან. [3]

მუჯაჰიდმა საკუთარი თავი დაახასიათა მობილური ტელეფონით ჩატარებული ინტერვიუების სერიაში. ის ამტკიცებს, რომ არის ავღანეთში მცხოვრები შუახნის მამაკაცი, დაქორწინებული, ჰყავს რამდენიმე შვილი. საფრთხის თავიდან აცილების მიზნით მუდმივად მოძრაობს და ერთ ადგილზე არ ჩერდება. ის აცხადებს, რომ აქვს მაგისტრის ხარისხი რელიგიურ მეცნიერებებში, მაგრამ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უარს ამბობს ქვეყნის დასახელებაზე, სადაც სწავლობდა. თალიბანის მთავრობის პირობებში. მას კულტურისა და ინფორმაციის სამინისტროში დაბალი თანამდებობა ეკავა. მოგვიანებით იბრძოდა აჯანყებულებთან ერთად, სანამ 2007 წელს პრესმდივნად დაინიშნებოდა. [3]

2009 წლის დასაწყისში, CNN-ის რეპორტიორმა ნიკ რობერტსონმა ინტერვიუ აიღო კამერასთან ზურგით მდგომი მამაკაცისგან, რომელიც თავს ზაბიჰულა მუჯაჰიდს უწიდებდა. [7] რობერტსონის აღწერის მიხედვით, ეს მამაკაცი იყო დაახლოებით 30 წლის, წვერიანი და 6 ფუტი (180 სმ.) სიმაღლის. 2009 წლის მაისში CNN-ზე ინტერვიუს გაშვების შემდეგ, ზაბიჰულა მუჯაჰიდი, რომელსაც ჟურნალისტები მობილური ტელეფონით ესაუბრებოდნენ, განაცხადა, რომ რომ პირი, ვისგანაც აიღეს ინტერვიუ, იყო თვითმარქვია. დაზვერვის ერთ-ერთი ანალიტიკოსის განმარტებით, CNN-ზე გამოსული პიროვნება, რამდენიმე სხვა პირის მსგავსად, მუჯაჰიდის იდენტობას იყენებდა, მაგრამ ამ აზრმა ვერ პოვა შემდგომი განვითარება, ვინაიდან უფროსები ინტერვიუთი უკმაყოფილოები დარჩნენ. ანალიტიკოსმა განაცხადა: „ზაბიჰულა მუჯაჰიდი არ შეიძლება იყოს ერთი ადამიანი... მედიის ამდენ ზარს ვერავინ უპასუხებს“.

თალიბანის წარმომადგენელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც თალიბანის წარმომადგენელი, მუჯაჰიდი ჯგუფის გზავნილებს ავღანურ და სხვა საერთაშორისო მედიას გადასცემს. ის პასუხისმგებელია დაადასტუროს ან უარყოს ჯგუფის მონაწილეობა ავღანეთის შიგნით თავდასხმებში. ის ასევე ტვიტერზე აქვეყნებს პროპაგანდისტულ ვიდეოებს, სადაც ნაჩვენებია თალიბანის მიღწევები მთელი კონფლიქტის განმავლობაში.

  • 2017 წლის 21 აპრილს მუჯაჰიდმა აიღო პასუხისმგებლობა სამხედრო ბაზაზე განხორიელებულ თავდასხმაზე, რომლის დროსაც დაიღუპა 140 ჯარისკაცი [8] .
  • 2019 წლის 21 იანვარს, მუჯაჰიდმა აიღო პასუხისმგებლობა თავდასხმაზე უშიშროების ეროვნული დირექტორატის (NDS) სასწავლო ცენტრში, რა დროსაც დაიღუპა 100-ზე მეტი უსაფრთხოების პერსონალი [9] .
  • 2020 წლის 29 ნოემბერს მუჯაჰიდმა აიღო პასუხისმგებლობა თავდასხმაზე, რომელიც განხორციელდა ავღანეთის სამხედრო ბაზაზე და რომლის დროსაც დაიღუპა 30 უსაფრთხოების პერსონალი [10] .
  • 2021 წლის 17 ივლისს მუჯაჰიდმა ბოდიში მოიხადა Reuters-ის ჟურნალისტის დანიშ სიდიკის გარდაცვალების გამო, რომელიც დაიღუპა ავღანეთის ძალებსა და თალიბანს შორის შეტაკებისას. მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ თალიბებმა არ იცოდნენ, როგორ დაიღუპა სიდიკი და სთხოვა ჟურნალისტებს თალიბებისთვის ინფორმაცია მიეწოდებინათ საბრძოლო ზონაში შესვლამდე, რათა ჯგუფს შეძლებოდა "სათანადოდ ეზრუნა ამ კონკრეტულ ადამიანზე." [11]
  • 2021 წლის 17 აგვისტოს მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ ავღანეთი შეწყვეტს ნარკოტიკების წარმოებას. [12] როგორც თავად თქვა პრესკონფერენციაზე:
ვიკიციტატა
„ავღანეთი აღარ  აწარმოებს მომავალში რაიმე სახის ნარკოტიკებს... ახლა ვერავინ შეძლებს ნარკოტიკების კონტრაბანდაში მონაწილეობას... ამიერიდან ავღანეთი იქნება ნარკოტიკებისგან თავისუფალი სახელმწიფო.“

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 „Taliban spokesman arrested“. Al Jazeera. Al Jazeera Media Network. 2007-01-20. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-19. ციტირების თარიღი: 2015-11-28.
  2. 2.0 2.1 2.2 „Taliban say they want peace, will respect women's rights under Islamic law“. The Express Tribune. 2021-08-17. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-08-17. ციტირების თარიღი: 2021-08-17.
  3. 3.0 3.1 3.2 Norland, Rod (2011-06-14). „One Voice or Many for the Taliban, but Pegged to a Single Name“. International New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-01-12. ციტირების თარიღი: 2015-11-28.
  4. 4.0 4.1 „Taliban spokesman Zabihullah Mujahid vows they 'will not harm or threaten Afghanistan'. USA Today. 2021-08-17. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-08-17. ციტირების თარიღი: 2021-08-17.
  5. „Afghanistan: Mysterious Taliban spokesman finally shows his face“. BBC News. 2021-08-18. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-08-17. ციტირების თარიღი: 2021-08-18.
  6. „Media matters: Part I“. Public Radio International. 2021-08-17. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-08-17. ციტირების თარიღი: 2021-08-17.
  7. Robertson, Nic (2009-05-05). „Afghan Taliban spokesman: We will win the war“. CNN. Turner Broadcasting System, Inc. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-07. ციტირების თარიღი: 2019-04-21.
  8. Taliban kill more than 140 Afghan soldiers at army base დაარქივებული 2021-09-11 საიტზე Wayback Machine. , 22 April 2017, The Guardian
  9. Taliban attack on Afghan security base kills over 100 დაარქივებული 2021-08-30 საიტზე Wayback Machine. , 21 January 2019, Reuters
  10. Car bombing at Afghan base kills at least 30 დაარქივებული 2020-12-15 საიტზე Wayback Machine. , 29 November 2020, Washington Post
  11. 'We are sorry': Taliban denies role in photojournalist Danish Siddiqui’s death, says report დაარქივებული 2021-08-16 საიტზე Wayback Machine. , 17 July 2021, Hindustan Times
  12. Представитель «Талибана»* Муджахид: Афганистан будет государством, свободным от наркотиков. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-08-20. ციტირების თარიღი: 2021-08-18.