ზაალ-ზოსიმე ორბელიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ორბელიანი.

ზაალ-ზოსიმე ვახტანგის ძე ორბელიანი (დ. 1660/1670, სოფ.ტანძია, ახლანდელი ბოლნისის რაიონი — გ. წელი უცნობია) — ქართველი მწიგნობარ-კალიგრაფი, სულხან-საბა ორბელიანის ძმა. მასთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა ქართლის პოლიტიკურ ცხოვრებაში. იყო გიორგი XI-ის მომხრეთა ბანაკში. 1699 ბერად აღიკვეცა ზოსიმეს სახელით. ვახტანგ VI-ის გამგებლობის პერიოდში (1703-1712) ნაყოფიერ კულტურულ-ლიტერატურულ მუშაობას ეწეოდა. 1724 ვახტანგს გაჰყვა რუსეთში. მოსკოვში ცხოვრობდა დარეჯან ბაგრატიონის სასახლეში (ვსესვიატსკოეში). ორბელიანმა დიდი დახმარება გაუწია სულხან-საბა ორბელიანს "ქართულ ლექსიკონზე" მუშაობის დროს: რამდენიმე ხელნაწერი თვითონ დაამზადა, ზოგიერთი ნუსხა გადაწერა ძმასთან ერთად. 1720 წელს გადანუსხა "ლოცვა განზრახვათათვის" (ხელნაწერი H-770, ხელნაწერთა ინსტიტუტი), 1729 - სულხან-საბა ორბელიანის ქადაგებათა კრებული "სწავლა-მოძღვრებანი" (ხელნაწერი A-479, ხელნაწერთა ინსტიტუტი) და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მენაბდე ლ., ზაალ-ზოსიმე ორბელიანი, «ცისკარი», 1959, № 10;