ვუკისა და დოსიტეის მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვუკისა და დოსიტეის მუზეუმი
44°49′16″ ჩ. გ. 20°27′32″ ა. გ. / 44.82111° ჩ. გ. 20.45889° ა. გ. / 44.82111; 20.45889
დაარსდა 1949
ქვეყანა სერბეთის დროშა სერბეთი
მდებარეობა ბელგრადი
კლასიფიკაცია სახლ-მუზეუმი
დირექტორი ლილიანა ჩუბრიჩი
ოფიციალური საიტი narodnimuzej.rs/code/navigate.php?Id=93
Map

ვუკისა და დოსიტეის მუზეუმი (სერბ. Музеј Вука и Доситеја / Muzej Vuka i Dositeja) — ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მემორიალური მუზეუმი სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში, რომელიც 1949 წელს დაარსდა. მუზეუმი ეძღვნება სერბული ენის რეფორმატორის, ვუკ კარაჯიჩისა და სერბეთის განათლების პირველი მინისტრის, მწერლის, დოსიტეი ობრადოვიჩის ცხოვრებას, მოღვაწეობასა და მემკვიდრეობას. მუზეუმი ძალიან კარგ საშუალებას წარმოადგენს ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ სერბეთის პირველი აჯანყებისას სერბული კულტურის გასააზრებლად. 1979 წლიდან ვუკისა და დოსიტეის მუზეუმს მართავს სერბეთის ეროვნული მუზეუმი.[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1949 წელს დაარსებული ვუკისა და დოსიტეის მუზეუმი მდებარეობს ყოფილი ბელგრადის უმაღლესი სკოლის შენობაში, რომელიც ოსმალურ სტილშია აგებული. ის წარმოადგენდა სერბეთის პირველ დაწესებულებას, სადაც უმაღლესი განათლების მღება იყო შესაძლებელი. ეს სასწავლებებლი 1808 წელს დააარსა სერბმა განმანათლებელმა, დოსიტეი ობრადოვიჩმა, რა პერიოდშიც ის განათლების მინისტრის თანამდებობას იკავებდა. დღესდღეობით, შენობას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც დოციტეის ლიცეუმს. ვუკ კარაჯიჩი ამ ინსტიტუტის ერთ-ერთი პირველი კურსდამთავრებული იყო. შემდგომში, უმაღლესი სკოლა გადაიქცა ბელგრადის უნივერსიტეტად.[2] თავის დროზე შენობა, სავარაუდოდ, ოსმალეთის იმპერიის ფინანსთა მინისტრის საცხოვრებელ რეზიდენციად უნდა აშენებულიყო. ასევე მიიჩნევა, რომ თანამედროვე მუზეუმის შენობა ძველად ჰარამხანას წარმოადგენდა.[3][4]

დროთა განმავლობაში, ქალაქის ადმინისტრაციას ჰქონდა რამდენიმე მოსაზრება ამ ობიექტის მომავალთან დაკავშირებით. 1939 წელს დაიგეგმა ქალაქის ამ ნაწილის სრული რეკონსტრუქცია. იმის გამო, რომ შენობა მდებარეობს გოსპოდარ ევრემოვას ქუჩაზე, იგეგმებოდა მისი დანგრევა და ქუჩის რეაბილიტაცია, ან ქუჩის რეკონსტრუქცია შენობის დაუნგრევლად. კულტურული საბჭოს წევრები თვლიდნენ, რომ შენობა უნდა შენარჩუნებულიყო, რადგან ის ბელგრადი ერთ-ერთ უძველეს შენობას წარმოადგენდა, გამგეობის სხვა წევრებს კი მიაჩნდათ, რომ ლიცეუმს არანაირი არქიტექტურული მნიშვნელობა არ აქვს და ის უნდა დანგრეულიყო. ამ პერიოდში საბჭოს წევრები საერთო პასუხზე ვერ შეჯერდნენ, რის გამოც შენობა დანგრევას გადაურჩა.[5]

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანამედროვე მუზეუმის შენობა 1739 წელს აშენდა და ის ბელგრადის რვა ყველაზე ძველ საცხოვრებელ ადგილებს შორისაა. შენობა ოსმალურ არქიტექტურულ სტილს მიეკუთვნება და საცხოვრებელ სახლს წარმოადგენს. ის ბელგრადისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მნიშვნელოვანი კულტურული ისტორიული ძეგლია. შენობა შედგება ორი სართულისა და სხვენისგან. მუზეუმის ხის იატაკის კონსტრუქცია შეაკეთეს 2010 წელს.[6][7][4]

ვუკ კარაჯიჩი

ინტერიერი და ექპონატები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენობის ზედა სართული მთლიანად ვუკ სტეფანოვიჩ კარაჯიჩს ეძღვნება. მუზეუმი მოაწყო მისმა ქალიშვილმა, მინა ვუკუმანოვიჩმა. ექსპონატებში შედის მწერლის საკუთრებაში არსებული საგნები (სამგზავრო ჩანთები, სათვალეები, ჯოხი, მოსაწევად შექმნილი აქსესუარები), სერბეთის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიიდან გადმოტანილი სხვადასხვა დოკუმენტები (დიპლომები, სავიზიტო ბარათები, გადასახადები, ვაუჩერები), პორტრეტები, წერილები და არაერთი წიგნი მისი პირადი ბიბლიოთეკიდან, მათ შორის ჯონ ბოურინგის მიერ ნათარგმნი ვუკ კარაჯიჩის 1827 წლის პოეზია.[3][8]

ქვედა სართული ეძღვნება დოსიტეი ობრადოვიჩს. მუზეუმის ბიბლიოთეკა და დისიტეის პირადი ნივთები და ხელნაწერები სწორედ აქ ინახება.[9] ექსპონატებს შორისაა დაფის ასლი, რომსაც 1784 წელს დოსიტეი იყენება ლონდონში, წმინდა კლემენტის ქუჩაზე ცხოვრებისას.[8] სამწუხაროდ, მისი პირადი ნივთებიდან მხოლოდ ცოტა რამ არის შემორჩენილი. მათი ნაწილი 1813 წელს ბელგრადის დაბომბვას ვერ გადაურჩა.[3]

აქტივობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმში ინახება თემატური ექსპონატები და ხშირად ეწყობა მათი გამოფენა. მათ შორის, იმ ნივთების პრეზენტაცია, რომლებიც რეგულარულ გამოფენაზე არ არის წარმოდგენილი. მუზეუმი ზოგჯერ აწყობს ლექციებს, რომელშიც მონაწილეობენ გამოჩენილი მეცნიერები, მწერლები და ისტორიკოსები, ასევე მხატვრები და მუსიკოსები.[3][8]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Fischer Wladimir, The Role of Dositej Obradovic in the Construction of Serbian Identities During the 19th Century დაარქივებული 2011-07-16 საიტზე Wayback Machine. , spacesofidentity.net, Vol 1, No 3 (2001). Retrieved 2010.
  2. Milani Andrea, Belgrade with the Eyes of a Tourist: Museums and Temples, Version 1.2 (1997). Retrieved 2010.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Prosvetitelji u novom ruhu[მკვდარი ბმული], Večernje Novosti Daily Newspaper, 2005-05-23.
  4. 4.0 4.1 SEEcult.org, Southeastern Europe Culture Portal. Retrieved 2010.
  5. "Da li će Dositejev licej biti porušen?", Politika, 11 January 1939
  6. Museum of Vuk and Dositej Closed for Renovation, Politika Daily Newspaper, 2009-07-21.
  7. Profile at National Museum of Serbia დაარქივებული 2011-10-06 საიტზე Wayback Machine. website. Retrieved 2010.
  8. 8.0 8.1 8.2 Laurence, Mitchell (2007). Bradt Travel Guide Serbia, გვ. 158–159. ISBN 9781841622033. 
  9. Museums at City of Belgrade website. Retrieved 2010.