სერბეთის ეროვნული მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სერბეთის ეროვნული მუზეუმი
44°49′00″ ჩ. გ. 20°27′34″ ა. გ. / 44.8167694° ჩ. გ. 20.4596500° ა. გ. / 44.8167694; 20.4596500
დაარსდა 10 მაისი, 1844
ქვეყანა სერბეთის დროშა სერბეთი
მდებარეობა ბელგრადი
ექსპონატი 400 000-ზე მეტი[1]
დირექტორი ბოიანა ბორიჩ ბრეშკოვიჩი
ოფიციალური საიტი narodnimuzej.rs
Map

სერბეთის ეროვნული მუზეუმი (სერბ. Народни музеј Србијe [Narodni muzej Srbije]) — უდიდესი და უძველესი მუზეუმი ბელგრადში, სერბეთი. ის მდებარეობს ბელგრადის ცენტრალურ ზონაში, რესპუბლიკის მოედანზე, ყოფილი თეატრის მოედანსა და სამ ქუჩას შორის: ჩკა ლიუბინა, ვასინა და ლაზე პაჩუა. მისი მთავარი ფასადი მდებარეობს რესპუბლიკის მოედანზე და მუზეუმის ოფიციალური მისამართია რესპუბლისის მოედნის 1ა.[2][3]

მუზეუმი დაარსდა 1844 წლის 10 მაისს. ის ახლანდელ შენობაში გადაიტანეს 1950 წელს, 1952 წლის 23 მაისს კი საზეიმოდ გახსნეს. დაარსების დღიდან, მუზეუმის კოლექციამ 400 000 ექსპონატს მიაღწია, რომელთა შორის არის უცხოური ნამუშევრებიც.[4]

სერბეთის ეროვნული მუზეუმის შენობა 1979 წელს გამოცხადდა დიდი მნიშვნელობის მქონე კულტურულ ძეგლად.

კოლექციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღესდღეობით მუზეუმს აქვს 34 არქეოლოგიური, ნუმიზმატიკური, შემოქმედებითი და ისტორიული კოლექცია.

არექოლოგიური კოლექციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძირითადი კოლექცია შედგება გველის სუროს ქანდაკებებისგან (ძვ. წ. მე-6 – მე-5 ათასწლეულები), როგორიცაა ვინჩას ლედი და ლეპენსკი ვირი (ძვ. წ. მე-7 ათასწლეული). აქ ასევე არის უამრავი ქანდაკება, იარაღი, ჩაფხუტი და სხვა ნივთები ძველი რომიდან, 1005 ნივთი ძველი საბერძნეთიდან და რამდენიმე კელტური ექსპონატი. მუზეუმში ასევე არსებობს კოლექცია ძველი ეგვიპტიდან.

ნუმიზმატიკური კოლექცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნუმიზმატიკური კოლექცია 300 000-ზე მეტ ნივთს მოიცავს (მონეტები, მედლები, ბეჭდები). კოლექცია დაყოფილია ათ მცირე კრებად. არსებობს მონეტები, რომლებიც ძვ. წ. მე-6 – მე-5 საუკუნეებით თარიღდება. ასევე არსებობს ფილიპე II მაკედონელისა და (ძვ. წ. 359–336) და ალექსანდრე მაკედონელის (ძვ. წ. 336–323) მიერ მოჭრილი მონეტებიც. ოლექციაში ასევე შედის უნიკალური ნივთები: იმპერატორ ვალენტინიანე I-ის ოქროს მედალიონი (364 წელს შექმნილი) და სერბეთის მეფე, სტეფან როდოსლავის ვერცხლის დინარი.

მიროსლავის სახარება, იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების ძეგლი

შუა საუკუნეების კოლექცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმში ასევე არის შუა საუკუნეების არტეფაქტების დიდი კოლექცია, ძირითადად ევროპასა და აზიიდან. ყველაზე მნიშვნელოვანი არის მიროსლავის სახარების ილუსტრირებული 362 გვერდიანი ხელნაწერი, რომელიც დაწერილია 1186 წელს სერბეთის სამეფოში. ხელნაწერი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების სიაში. კოლექციაში ასევე შედის წმინდა მეფის სტეფან დეჩანსკის სარკოფაგი, რომელიც მე-14 საუკუნითაა დათარიღებული. ასევე ბეჭდები, რომლებიც ეკუთვნოდა სერბეთის დედოფალ თეოდორას (1322 წლამდე) და სერბეთის მეფე სტეფან რადოსლავს (1219-1220)

იტალიური კოლექცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იტალიური ხელოვნების კოლექცია, რომელიც 230-ზე მეტი ხელოვნების ნიმუშისგან შედგება, ცნობილია იმით, რომ მოიცავს ნამუშევრებს მე-14 საუკუნიდან მე-20 საუკუნემდე. ნამუშევრებში შედის ისეთი ხელოვანების შემოქმედება, როგორებიცაა: დომენიკო ვენეციანო, ჯოვანი დი პაოლო, რაფაელი, ტიციანი, ტინტორეტო, დომენიკო რობუსტი, ვიტორიე კარპაციო, ლორენცო დი კრედი, გუიდო რენი, სპინელო არეტინო, ფრანცესკო ბასანო უმცროსი, ლეანდრო ბასანო, ჯოვანი ბატისტა ტიეპოლო, კანალეტო, ფრანცესკო გუარდი, ჯიულიო კარპიონი, ანდრეა ცელესტი, ბიაჯიო ფაგიონი და ა.შ.

იაპონური კოლექცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იაპონიის ხელოვნების კოლექცია მოიცავს 220 ნამუშევარს, რომელთა შორისაა 36 გრაფიკული ნამუშევარი და ნახატი (ყველა გრაფიკა მიეკუთვნება უკიო-ეს ჟანრს, რომელიც იაპონიაში მე-17 – მე-19 საუკუნეებში განვითარდა და რომლის მთავარ მოტივსაც ქალაქი ედო წარმოადგენდა). მუზეუმში დაცულ ნამუშევრებს შორისაა კუნისადას (მსახიობების პორტრეტების სერიები, ქარის სტუმრები,[5], აქტი სერიებიდან,[6] გეიშები[7]), უტაგავა ტოიოკუნ II-ის (მსახიობების პორტრეტების სერიები, კაბუკის თეატრი, ლედი მეგობართან ერთად[8]), კეისაი ეისენის, ანდო ჰიროშიგეს (ედოს ასი ხედი, ნიჰონისა და ედოს ხიდი,[9] ბაღი ქლიავის ხეებით,[10] მოდური მაღაზია ოლემას ქუჩაზე[11]), კიტაგავა უტამაროს (ბიჭი და თაგვი[12]) და ცუგუჰარუ ფოუჯიტას შემოქმედება.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Збирке Народног музеја « Народни музеј у Београду. narodnimuzej.rs.
  2. Tamara Marinković-Radošević (2007). Beograd - plan i vodič. Belgrade: Geokarta. ISBN 978-86-459-0006-0. 
  3. (2006) Beograd - plan grada. Smedrevska Palanka: M@gic M@p. ISBN 86-83501-53-1. 
  4. Marija Đorđević (23 June 2018). Како смо могли без музеј [How we managed through without a museum]. Politika-Kulturni dodatak, Year LXII, No. 11 (სერბული). pp. 01–02.
  5. Arte Media d.o.o.. Narodni muzej u Beogradu - Exhibitions. arte.rs.
  6. Arte Media d.o.o.. Narodni muzej u Beogradu - Exhibitions. arte.rs.
  7. Arte Media d.o.o.. Narodni muzej u Beogradu - Exhibitions. arte.rs.
  8. Arte Media d.o.o.. Narodni muzej u Beogradu - Exhibitions. arte.rs.
  9. Arte Media d.o.o.. Narodni muzej u Beogradu - Exhibitions. arte.rs.
  10. Arte Media d.o.o.. Narodni muzej u Beogradu - Exhibitions. arte.rs.
  11. Arte Media d.o.o.. Narodni muzej u Beogradu - Exhibitions. arte.rs.
  12. Arte Media d.o.o.. Narodni muzej u Beogradu - Exhibitions. arte.rs.