ვოლჩენსკის სამების ეკლესია
ვოლჩენსკის სამების ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 48°14′10″ ჩ. გ. 40°07′01″ ა. გ. / 48.23611° ჩ. გ. 40.11694° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | ვოლჩენსკი |
ფუნქციური სტატუსი | მოქმედი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | 1892 |
ვოლჩენსკის სამების ეკლესია (რუს. Церковь Троицы Живоначальной) — მართლმადიდებლური ტაძარი ხუტორ ვოლჩენსკიში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს დონის როსტოვის ეპარქიას. სამების ეკლესია აგებულია აგურითა და ადგილობრივი ქვით 1892 წელს. ამჟამად მიმდინარეობს ეკლესიის რესტავრაცია.
მისამართი: როსტოვის ოლქი, კამენის რაიონი, ხუტორი ვოლჩენსკი, მოლოდიოჟნაიის ქუჩა, № 35.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხუტორ ვოლჩენსკიში მდებარე სამების ეკლესია გაიხსნა 1892 წელს. ეკლესია დაგეგმარების მიხედვით არის არსწორმკლავებიანი ჯვრის ფორმის. ეკლესიას გააჩნია ორსართულიანი სამრეკლო. ამავე წელს მოსკოვის საპატრიარქოს სინოდის გადაწყვეტილებით შეიქმნა დამოუკიდებელი, თვითმმართველის სამრევლო. პირველი ღვთისმსახურება ეკლესიაში არევლინა სამების დღესასწაულზე და ამიტომ ეკლესიას სამების სახელი. 1894 წელს ეკლესიასთან მუშაობა დაიწყო სამრევლო სკოლამ, რომელიც საბჭოთა პერიოდში გადაკეთდა შვიდწლიანად.
ეკლესიის მშენებლობა ადგილობრივი მოსახლეობის ხარჯებით გაგრძელდა დაახლოებით რვა წელი. პირველი მღვდელი იყო მამა მიხეილი.
ეკლესია დაიხურა 1938 წელს. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში,გერმანელთა ოკუპაციის დროს კვლავ გაიხსნა, ხოლო 1963 წელს კვლავ დახურეს. ეკლესიაში განთავსებული იყო ხორბლის საწყობი.
2003 წელს, სოფლის მართველის კაზაკ ნ. კუდინოვის ინიციატივით ოფიციალურად დაარეგისტრირეს მრევლი და დაიწყეს ეკლესიის რესტავრაცია. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის, დონის როსტოვის ეპარქიის კამენის რაიონის სოფელ ვოლჩენკის ადგილობრივი მართლმადიდებლური რელიგიური ორგანიზაცია დარეგისტრირდა 2006 წელს.
2008 წლის 3 სექტემბერს ეკლესიის გუმბათზე დაამონტაჟეს ჯვარი, 2010 წელს კი სამრეკლოზე. 2011 წლის 13 სექტემბერს მამა პავლემ აღავლინა საზეიმო ლიტურგია.
ამჟამად ეკლესია რესტავრაციაშია[1] და მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს დონის როსტოვის ეპარქიას.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Волченский: от истока до дня настоящего დაარქივებული 2017-08-16 საიტზე Wayback Machine.
- Э. А. Сокольский. Ст. Троицкий храм в хуторе Волченском Каменского района
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Новыми куполами украшен храм Пресвятой Троицы хутора Волченский. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-16. ციტირების თარიღი: 2017-03-21.