ვოლგოგრადის საოლქო მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვოლგოგრადის საოლქო მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
48°42′19″ ჩ. გ. 44°30′47″ ა. გ. / 48.70528° ჩ. გ. 44.51306° ა. გ. / 48.70528; 44.51306
დაარსდა 15 ნოემბერი, 1914
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
მდებარეობა ვოლგოგრადი[1] , Tsvetochnoye[1] , ურიუპინსკი[1] , კამიშინი[1] და ვოლგოგრადი[1]
ექსპონატი 143 000
ვიზიტორები 135 000
დირექტორი ირინა კარაევა
ოფიციალური საიტი [ოფიციალური ვებგვერდი ოფიციალური ვებგვერდი]
Map

ვოლგოგრადის საოლქო მხარეთმცოდნეობის მუზეუმი (რუს. Волгоградский областной краеведческий музей) — საოლქო მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ქალაქ ვოლგოგრადში, ვოლგოგრადის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. დაარსდა 1914 წლის 15 ნოემბრს[2], როგორც ცარიცინის ქალაქის მუზეუმი ქალაქის სკოლის მუზეუმის ბაზაზე. მუზეუმის ფონდი შეადგენს 143 000 ერთეულ ექსპონატს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმის დაარსების ორგანიზატორებს შორის იყვნენ ვაჭარი და მეცენატი, ცარიცინის საპატიო მოქალაქე, სარატოვის საარქივო კომისიის წევრი ა. რეპნიკოვი, მასწავლებლები პ. კურლინი, კ. ვინოგრადოვი, ა. ლებედევი, სარატოვის საარქივო კომისიის წევრი ბ. ზაიკოვსკი, ვორონეჟელი პროფესორი ბორის კელერი.

1915 წლიდან განთავსდა მეცნიერებისა და ხელოვნების სახლში. 1924 წელს მიიღო საგუბერნიო მუზეუმის სტატუსი და განათავსეს ყოფილი ფერისცვალების ეკლესიის შენობაში (1925-1942 წწ.)[3].

სტალინგრადის ბრძოლის პერიოდში მუზეუმი დაინგრა, კოლექცია თითქის მთლიანად განადგურდა. 1942-1946 წლებში ევაკუირებული იყო სტალინგრადის ოლქის გმელინსკის რაიონში, შემდეგ ქალაქ ურიუპინსკში, 1946-1954 წლებში - ქალაქ კამიშინში. 1954 წელს დაუბრუნდა სტალინგრადს და 1986 წლამდე განთავსდა სატყეო ტექნიკუმის შენობაში. ამჟამად უკავია ორი შენობა ყოფილი ზემსკის საბჭოსა და ვოლგა-კამის კომერციული ბანკის შენობა (ორივე შენობა არის XIX-XX საუკუნეების არქიტექტურისა და ისტორიის ძეგლი).

1990 წლიდან 2015 წლამდე მუზეუმის დირექტორი იყო ალექსანდრე მატერიკინი. ამჟამად კი მუზეუმის დირექტორია ირინა კარევა.

მუზეუმს გააჩნია ორი ფილიალი კალაჩიოვის რაიონული მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რომელიც მდებარეობს ვოლგოგრადის ოლქის ქალაქ დონის კალაჩზე, კრავჩენკოს შესახვევი, 5[4] და ილოვლიის სახალხო არქიტექტურისა და დონის კაზაკების ცხოვრების მუზეუმი, რომელიც მდებარეობს ვოლგოგრადის ოლქის დაბა ილოვლიაში, რკინიგზის ქუჩა, 2[4].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 Волгоградский областной краеведческий музей — 2020.
  2. Волгоградский областной краеведческий музей. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-23. ციტირების თარიღი: 2013-03-01.
  3. www.volgaprav.ru დაარქივებული 2016-04-19 საიტზე Wayback Machine. - Преображенская церковь
  4. 4.0 4.1 ГБУК «Волгоградский областной краеведческий музей». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-23. ციტირების თარიღი: 2013-03-01.