ვლადიმერ მაჭავარიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მაჭავარიანი.
ვლადიმერ მაჭავარიანი
დაბადების თარიღი 6 აგვისტო, 1906
ბათუმი
გარდაცვალების თარიღი 6 იანვარი, 1986 (79 წლის)
თბილისი
დაკრძალულია დიდუბის პანთეონი
ეროვნება ქართველი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქმიანობა ლიტერატურათმცოდნე, პუბლიცისტი
ჯილდოები შრომის წითელი დროშის ორდენი

ვლადიმერ გიორგის ძე მაჭავარიანი (დ. 6 აგვისტო, 1906, ბათუმი — გ. 6 იანვარი, 1986, თბილისი) — ქართველი ლიტერატურათმცოდნე, პუბლიცისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველდაწყებითი განათლება ხაშურის სარკინიგზო სკოლაში მიიღო, შემდეგ კი თბილისის პირველ შრომის სკოლაში სწავლობდა. სრულიად ახალგაზრდა ჩაება საზოგადოებრივ საქმიანობაში. მოგვიანებით, 1931 წელს, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი, შემდეგ ასპირანტურა, მაგრამ საზოგადოებრივ საქმიანობას არ ჩამოშორებია. 1928 წელს ტუვაში ჩაატარა რევოლუციური ახალგაზრდბის ყრილობა. შემდეგ მონღოლეთშია, იქედან გადავიდა ტიბეტში. იმავე წლის ბოლოს მოსკოვში გამოქვეყნდა მისი პირველი წიგნი „ტანა-ტუვა“.

1929 წელს იგი ბელგიაში როგორც ახალგაზრდობის კომუნისტური ინტერნაციონალიზმის აქტიური წევრი დააპატიმრეს. გათავისუფლების შემდეგ თავი შეაფარა ლუქსემბურგსა და ბერლინს. 1930 წელს დაბრუნდა სამშობლოში და მუშაობდა საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის აგიტაციის განყოფილების გამგის მოადგილედ, შემდეგ ახალგაზრდობის კომუნისტური ინტერნაციონალის ახლო აღმოსავლეთის განყოფილების გამგე იყო, პარტიის თბილისის კომიტეტის აგიტმასობრივი განყოფილების გამგე, ხელოვნების საქმეთა სამმართველოს უროსის მოადგილე, ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის სწავლული მდივანი, დირექტორის მოადგილე, ჟურნალ „დროშის“ რედაქტორი, თბილისის ილია ჭავჭავაძის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი, საქართველოს განათლების მინისტრის პირველი მოადგილე, კინოსტუდიის დირექტორი და სხვა.

ომის დაწყებისთანავე მოხალისედ წავიდა ფრონტზე, სადაც რედაქტორობდა ქართულ საფრონტო გაზეთებს.

ლიტერატურული მოღვაწეობა ვლადიმერ მაჭავარიანმა 1924 წელს დაიწყო. ცნობილია მისი ნაშრომები ლიტერატური თეორიაში. მწერლის კალამს ეკუთვნის აგრეთვე საინტერესო წერილები და გამოსავლები ცნობილ ქართველ მოღვაწეებზე: კოტე მარჯანიშვილზე, შალვა დადიანზე, ანა კალანდაძეზე და სხვაზე. დაჯილდოვებული იყო შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 258, თბ., 1994