ვლადიმერ ელისაშვილი
ვლადიმერ ილიას ძე ელისაშვილი (დ. 29 მაისი, 1944, ოლოვიანაია, ახლანდ. იმიერბაიკალეთის მხარე, რუსეთი) — ქართველი ბიოლოგი. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (1996).
დაამთავრა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი (1970). 1973-1983 წლებში მუშაობდა იმავე უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის კათედრაზე, 1983 წლიდან — სერგი დურმიშიძის სახელობის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტში. 2012 წლიდან საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორია. 2012-2018 წლებში იყო საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი მეცხოველეობის და საკვებწარმოების ინსტიტუტის დირექტორი, 2018 წლიდან — ამავე უნივერსიტეტის მიკრობული ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი. ელისაშვილის კვლევის ძირითადი მიმართულებაა: უმაღლესი ბაზიდიომიცეტების ფიზიოლოგია, ბიოქიმია, ბიოტექნოლოგია; ლიგნოცელულაზური ფერმენტების ბიოსინთეზი; ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების წარმოქმნა მცენარეული ნედლეულის ბიოკონვერსიის გზით; იაფი კონკურენტუნარიანი ტექნოლოგიების შემუშავება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯაფარიძე ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 648.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვლადიმერ ელისაშვილი — საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი.