ვლადიმერ გძელიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვლადიმერ დავითის ძე გძელიძე (გრძელიძე; დ. 10 მაისი, 1894, სოფ. ბარი, ახლანდ. ონის მუნიციპალიტეტი, — გ. 5 ივნისი, 1960, თბილისი) — ქართველი მეწარმე, ხილეულის წყლებისა და უალკოჰოლო სასმელების დამზადების სპეციალისტი.

1917 წლიდან მუშაობდა თბილისის „კომპანია ზემელის“ ლიმონათის ქარხანაში. 1920-იანი წლებიდან დამოუკიდებლად ქმნიდა ხილეულის წყლების სიროფის რეცეპტებს. მუშაობდა ბაქოს ხილეულის წყლების წარმოებაში, ამიერკავკასიის რკინიგზის კვების ობიექტებში, ხოლო 1932 წელს თბილისში დააფუძნა ლიმონათის ქარხანა (ნ. გოგოლის ქუჩა №52, ახლანდ. №16). საწარმო წლების განმავლობაში ლიმონათით ამარაგებდა ამიერკავკასიის რკინიგზის, ასევე უკრაინის ქალაქების — დნეპროპეტროვსკისა და კიევის კვების ქსელს. თბილისში იყო „გძელიძის წყლების“ საფირმო მაღაზიები. 1959 წელს თბილისის რკინიგზის ვაგზლის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით ლიმონათის ქარხნის ამორტიზებული შენობა აიღეს. 1947–1951 გძელიძის ხილეულის წყლების სექცია მოქმედებდა მოსკოვში. 1950 წელს მიიწვიეს სომხეთში ხილეულის წყლების უალკოჰოლო სასმელების დამზადების გამოცდილების გასაზიარებლად. 1989-1997 წლებში თბილისში, მერაბ კოსტავას ქუჩის №12-ში ფუნქციონირებდა გძელიძის შვილიშვილის, ვ. გრძელიძის მიერ დაფუძნებული ხილეულის წყლების მაღაზია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]