შინაარსზე გადასვლა

ვიქტორ პონედელნიკის ძეგლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიქტორ პონედელნიკის ძეგლი
რუს. Памятник Виктору Понедельнику
კოორდინატები 47°14′35″N 39°45′39″E / 47.243178° ჩ. გ. 39.760733° ა. გ. / 47.243178; 39.760733
მდებარეობა დონის როსტოვი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
არქიტექტორი დიმიტრი ლინდინი
მასალა ბრინჯაო
სიმაღლე 2 მეტრი

ვიქტორ პონედელნიკის ძეგლი (რუს. Памятник Виктору Понедельнику) — ბრინჯაოს ძეგლი დონი როსტოვში[1], როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. მდებარეობს სტადიონ ოლიმპ-2-ის მახლობლად[2]. ძეგლი აღმართეს 2015 წელს ფეხბურთელ ვიქტორ პონედელნიკის პატივსაცემად, რომელმაც გაიტანა ოქროს გოლი ევროპის ფინალში 1960 წელს[1].

2013 წელს დონის როსტოვში სპორტის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი ცნობილი ფეხბურთელის ვიქტორ პონედელნიკის ძეგლის შექმნის თაობაზე. ამავე წლის აგვისტოში როსტოველ მოქანდაკეს, დიმიტრი ლინდინს სთხოვეს მიეღო მონაწილეობა კონკურსში. სექტემბერში დიმიტრიმ წარადგინა თავისი ნამუშევრის მაკეტები, რომლებიც დამზადებული იყო ქვიშისაგან. მასთან ერთად კონკურსში კიდევ სამი მოქანდაკე მონაწილეობდა. ჩამოყალიბდა კომისია რომლის წევრებიც იყვნენ: ვიცე-გუბერნატორი სერგეი გორბანი, ფეხბურთელი ვიქტორ პონედელნიკი და სპორტის მინისტრი იური ბალანხინი. კომისიამ გამოავლინა გამარჯვებული და ეს იყო დიმიტრი ლინდინი, რომელიც ორი თვე მოუნდა ბრინჯაოს ქანდაკების შექმნას.

დიმიტრის დამსახურებული 750 000 რუსული მანეთი უნდა მიეღო, თუმცა არც მან და არც ქანდაკების ჩამომსხმელებმა ამ საქმიდან ფული არ აიღეს[1]. ქანდაკების სიმაღლე 2 მეტრს აღწევს[3]. მისი დადგმა გამოაცხადეს 2014 წელს, თუმცა ფინანსური ნიუანსების გამო გადაიდო რამდენიმე ხნით. დონის როსტოვის მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ძეგლი გაიხსნებოდა მხოლოდ მაშინ, როცა საფეხბურთო კლუბი „როსტოვი“ მიიღებდა მონაწილეობას ევროპის ლიგაზე. ძეგლის აღმართვა მართებულად ჩათვალეს სტადიონ „ოლიმპ-2“-ის[1] ახლოს 2015 წლის 28 აგვისტოს[4]. საზეიმო ცერემონიალს ესწრებოდა როსტოვის ოლქის გუბერნატორი, იგორ გუსკოვი[2].

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 На памятник легенде футбола Дона нет денег. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-19. ციტირების თარიღი: 2017-03-29.
  2. 2.0 2.1 В Ростове торжественно открыта скульптура «Футболист»
  3. Виктор Понедельник назвал ростовский памятник себе «деревенской работой». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-19. ციტირების თარიღი: 2017-04-02.
  4. В Ростове-на-Дону открыли скульптурную композицию «Футболист». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-22. ციტირების თარიღი: 2017-04-02.