ვიტორიო სელა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვიტორიო სელა 1889 წელს

ვიტორიო სელა (Vittorio Sella; დ. 28 აგვისტო, 1859 — გ. 12 აგვისტო, 1943) — იტალიელი ფოტოგრაფი და მთამსვლელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიტორიო სელა, რომელმაც XIX საუკუნის სვანეთის უნიკალური კადრები შემოგვინახა, 1859 წელს მეწარმის ოჯახში დაიბადა. მამამისი ჯუზეპე ვენაციო სელა ბიზნესთან ერთად ქიმიით და ფოტოგრაფიით იყო გატაცებული. 1856 წელს ჯუზეპემ პირველმა გამოაქვეყნა სახელმძღვანელო ფოტოგრაფიის შესახებ. მამის გარდაცვალების შემდეგ ვიტორიოც ფოტოგრაფიამ გაიტაცა. ვიტორიოს ბიძა კიანტინო სელა იმხანად იტალიის პრემიერ-მინისტრი და ალპინისტურის კლუბის ხელმძღვანელი იყო. კიანტინომ შეძლო ძმის შვილი ალპინიზმით დაეინტერესებინა. ვიტორიომ ორივე გატაცება ერთმანეთს დაუკავშირა და პრაქტიკაში გამოიყენა.

ექსპედიცია კავკასიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიტორიო სელა 1889 წელს ორგანიზებას გაუწია პირველ ექსპედიციას ჩრდილოეთ კავკასიაში, „ბეზენგის“ ხეობაში. მეორე ექსპედიცია 1890 წელს მისი ხელმძღვანელობთ მყინვარწვერზე გაემგზავრა. სელამ თავისი მოგზაურობა სვანეთში დაასრულა. ფოტოხელოვანი სვანეთში ფირზე არა მარტო მთებს და კოშკებს, არამედ ადგილობრივ მოსახლეობასაც აღბეჭდა. სვანი ქალის უნიკალური ფოტოსთვის რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ II-მ ვიტორიო სელა წმინდა ანას ორდენით დააჯილდოვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]